♥ შესვლის ფორმა
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
სურათები [302]
ფილმები [15]
თამაშები [9]
კლიპები [24]
კონცერტები [13]
ვიდეოები [38]
ბიოგრაფიები [21]
მუსიკები [9]
სერიალები [5]
კონკურსი [38]
ავატარები [13]
ანიმაციები [47]
Book [30]
წესები [9]
News [295]
პაპარაცები [190]
სხვა... [216]
მინი-ჩეთი ♥
♥ გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?

javascript:;
სულ პასუხია: 481
.
\
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 9 » Glee
15:47
Glee
კლუბი (ინგლ. Glee) — ამერიკული ტელესერიალი რომელშიც შერწყმულია მიუზიკლიდრამადა კომედია. გადაიცემა FOX-ის ეთერში 2009 წლის, 19 მაისიდან.[1] სერიალი მოგვითხრობსოჰაიოსუილიამ მაკ-კინლის სახელობის სკოლაში არსებულ მუსიკალურ კლუბ - ახალ მიმართულებაზე (New Directions) და მის წევრებზე რომლებიც განსხვავებული რელიგიის, რასის, სექსუალური ორიენატიისა და სოციალური ფენის ადამიანები არიან. კლუბის ხელმძღვანელი ამავე სკოლის ესპანური ენის მასწავლებელი, უილ შუსტერია. რომლის როლსაც მეთიუ მორისონიასრულებს. სერიალის ავტორები რაიან მერფი, ბრედ ფელჩაკი და იენ ბრენანი არიან. პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდი 2010 წლის 9 ივნისს გავიდა და 10.92[2] მილიონმა ადამიანმა უყურა FOX-ის ეთერში. სერიალი 2010 წლის 21 სექტემბერს განახლდა. მეორე სეზონის ბოლო ეპიზოდი - New York, 2011 წლის 24 მაისს იხილა 11.80[3] მილიონმა ადამიანმა. მესამე სეზონის პრემიერა 2011 წლის 20 სექტემბერს შედგა. მის პირველი ეპიზოდს - The Purple Piano Project 9.21[4]მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.


უილ შუსტერი, რომელიც უილიამ მაკ-კინლისსახელობის სკოლაში ესპანურს ასწავლის, გადაწყვეტს აღადგინოს სკოლის მუსიკალური კლუბი. რომელშიც უილიი ახალგაზრდობაში თავადაც ირიცხებოდა და საუკეთსეო წლები გაატარა. შუსტერმა გადაწყვიტა კლუბისათვის „ახალი მიმართულება" (New Direction) დაერქმია. ახალ კლუბში გაწევრიანება არავის სურდა, ვინაიდან სკოლის მოსწავლეებს რეპუტაციის დაკარგვის შიში ჰქონდათ. ამიტომაც, ახალ მიმართულებაში მხოლოდ ხუთი სტუდენტი: რეიჩელ ბერი, კურტ ჰამელი, მერსედეს ჯონსი, თინა კოენ-ჩენგი და არტი აბრამსი გაწევრიანდნენ. ვინაიდან ისინი სკოლაში ძალიან დაბალი რეპუტაციის მქონე მოსწავლეები გახლდნენ, უილმა გადაწყვიტა სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭი ფინ ჰადსონი, რომელიც ფეხბურთის გუნდის კაპიტანი იყო, ახალ მიმართულებაში გაეწევრიანებინა. შუს იტერმა იცოდა, რომ ფინს კარგი მუსიკალური მონაცემები ჰქონდა, თუმცა ფეხბურთის გუნდის სხვა წევრებ კლუბში სიმღერის საშუალებას არ აძლევდნენ. ამისათვის უილმა ფინი დააშანტაჟა, კარადაში მარიხუანისშენახვა დააბრალა და იმ შემთხვევაში, თუკი კლუბში არ გაწევრიანდებოდა, ამის დირექტორისათვის თქმით დაემუქრა. ფინს სხვა გზა აღარ ჰქონდა, ამიტომაც ისიც შეუერთდა კლუბის წევრებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფინმა რეპუტაცია დაკარგა კლუბში გაწევრიანებისას, სხვა მოსწავლეებმა მაინც გამოთქვეს ახალ მიმართულებაში გაწევრიანების სურვილი. ერთ-ერთი პირველი ვინც კლუბში ფინის შემდეგ გაწევრიანდა იყო მისი საუკეთესო მეგობარი - ნოა პაკერმანი. ამის შემდეგ კლუბს მაიკ ჩენგი შეუერთდა რომელიც, ფინისა და პაკის მსგავსად ფეხბურთის გუნდში ირიცხებოდა.

მაიკ ჩენგი ახალ მიმართულებაში, არა ვოკალური მონაცემებით, არამედ ცეკვის ნიჭით გამოირჩეოდა.

ულიამ მაკ-კინლის სახელობის სკოლის მხარდამჭერთა გუნდის მწვრთნელი, სიუ სილვესტერი განარისხა იმან, რომ ახალ მიმართულებას სკოლის ბიუჯეტიდან ის თანხა ერიცხებოდა, რომელსაც მანამდე თავად ითვისებდა.

ქუინ ფაბრეი მხარდამჭერთა გუნდის კაპიტანი იყო, ამიტომ მთელ სკოლაში ყველაზე პოპულარულ გოგონად ითვლებოდა. ის და ფინ ჰადსონი, შეყვარებულები იყვნენ. ქვინი რეიჩელზე ეჭვიანობდა, ამიტომ ახალ მიმართულებაში გაწევრიანება გადაწყვიტა. მას მხარდამჭერთა გუნდის კიდევ ორი წევრი, სანტანა ლოპეზი და ბრიტანი სუზან-პირსი მიყვნენ.

თავდაპირველად სიუ გააბრაზა იმან, რომ მისი გოგონები კლუბში გაწევრიანდნენ, თუმცა გადაწვიტა, ეს თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და გოგონებს დაავალათ ახალ მიმართულებაში მიმდინარე ყველა პროცესსზე ინფორმაცია მიეტანათ. მიუხედავად მწვრთნელისაგან მიღებული, ასეთი დავალებისა მხარდამჭერ გოგონებს კლუბი შეუყვარდათ.

ახალი მიმართულების წევრმა, კურტ ჰამელმა განაცხადა, რომ იგი გეი იყო, რამაც იგი დიდი ზეწოლის ქვეშ მოახვედრა სკოლის მოსწავლეების მხრიდან. თავდაპირველად ის ვერ ეუბნებოდა მამამისს ამის შესახებ. ფიქრობდა, რომ მამა ვერ გაუგებდა. თუმცა მამამისის თქმით მან ყოველთვის იცოდა შვილის ორიენტაციის შესახებ და ეს არაფერ გავლენას არ ახდენდა შვილის მიმართ სიყვარულზე.

პარალერულად უილის ცოლი, ტერი დაორსულდა. თუმცა იმის თქმა უილისთვის, რომ თურმე მისი დაორსულების სინპტომები, მხოლოდ ცრუ განგაში იყო ორგანიზმში, ვეღარ შეძლო. ამისათვის მას უილის მოტყუება მოუხდა თუმცა, მან მალე შეიტყო სიმართლე და ცოლს დაშორდა.

უილს სკოლის ფსიქოლოგი - ემა ფილსბარი მოსწონდა. ემასაც მოსწონდა უილი თუმცა ერთი პრობლემა იყო, ემა მალე თხოვდებოდა ფეხბბურთის მწვრთნელ - კენ ტანაკაზე. მაგრამ კენმა მიატოვა მომავალი ცოლი, ვინაიდან უილზე ეჭვიანობდა.

ტერისაგან განსხვავებით, ქუინი ნამდვილად დაფეხმძიმდა. მისი თქმით იგი ფინისაგან იყო ორსულად. როდესაც ქუინის მამამ მისი ორსულობის ამბავი გაიგო იგი სახლიდან გამოაგდო. ქუინი საცხოვრებლად ფინთან გადავიდა თუმცა შემდგომ აღმოჩნდა, რომ ქუინი არა ფინისგან, არამედ პაკისაგან დაორსულებულა. ამის შემდეგ მას ფინის სახლიდანაც მოუწია წამოსვლა და ბავშვის მამასთან, პაკთან გადავიდა. ქუინმა ვერ გაუძლო პაკერმანის სახლში ცხოვრებას, ამის შემდეგ ის მერსედესმა შეიფარა.

სიუ სილვესტერი კლუბის დაშლისათვის ძალებს არ იშურებდა, რეგიონალურის შესარჩევის კონკურსზე მან ახალი მიმართულების კონკურენტ კლუბს უილ შუსტერის მიერ შედგენილი სია გადასცა. მასზე ის რეპერტუარი ეწერა, რომელსაც ახალი მიმართულება კონკურსზე შეასრულებდა. როდესაც შესარჩევი დაიწყო და კლუბის წევრებმა დაინახეს, თუ როგორ ასრულებდნენ მათ სიმღერებს მოწინააღმდეგე ჯგუფის წევრები ძასლიან დაიბნენ. ამასთანავე უილი დასჯილი იყო სკოლის დირექციის მიერ და მოსწავლეებს კონკურსზე ემა ფილსბარი გაჰყვათ. საბოლოვოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ახალმა მიმართულებამ რეპერტუარი შეცვალა და რეგიონალურის საგზური მოიპოვა.

შეუყვარდათ, მათ დაქორწილება გადაწყვიტეს. ამან ფინი ძალიან გაანაწყენა, ვინაიდან არ სურდა მამა, რომელიც ჯარში მსახურობისას დაიღუპა ვინმეს ჩაენაცვლებინა. თუმცა როდესაც ახლოს გაიცნო კურტის მამა — ბარტ ჰამელი მიხვდა, რომ ცდებოდა. იგი ბარტთან ერთად კალათბურთის თამაშებზე დადიოდა. კურტი ამის გამო ძლიერ ეჭვიანობდა და ფიქრობდა, რომ ბარტი ოცნებობდა ისეთ შვილზე, როგორიც თავად არ იყო. ამიტომ მან ჩაცმის სტილი შეიცვალა და ნამდბილ ბიჭს დაემსგავსა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბრიტანიზე თანაც ბრიტანის თქმით კურტ ჰამელი ერთადერთი ბიჭი იყო სკოლაში, რომლისთვისაც ნაკოცნი არ ჰქონდა. კურტი და ბრიტანი წყვილი გახდნენ, თუმცა როდესაც კურტს მამამ უთხრა, რომ არ იყო საჭირო ბიჭივით ჩაცმა და მოქცევა, ის რომ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა კურტის ორიენტაციას, კურტი ბრიტანის დაშორდა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. ამავე ეპიზოდში კლუბის გოგონები და კურტი ლედი გაგას, ხოლო ბიჭები kiss-ის რეპერტუარს ასრულებენ.

უილს გადაწყვეტილი ჰქონდა, ახალი მიმართულება რეგიონალურ ჩემპიონატზე გაეყვანა და გაემარჯვებინა მიუხედავად იმისა, რომ მათი კონკურენტი - „ვოკალური ადრენალინი" (Vocal Adrenaline) ბევრედ ძლიერი კლუბი გახლდათ ვიდრე ახალი მიმართულება. თანაც ისინი უკვე რეგიონალური კონკურსის რამდენიმე გზის გამარჯვებულები გახლდნენ.

ვოკალური ადრენალინის წამყვანი სოლისტი - ჯესი ჯეიმსი, უილიამ მაკ-კინლის სკოლაში გადმოვიდა, რამაც ძალზედ დააეჭვა ახალი მიმართულების ყველა წევრი, გარდა რეიჩელისა. ჯესი რეიჩელმა მალევე შეიყვარა და ისინი წყვილი გახდნენ.

იმის გამო, რომ რეიჩელს ორი გეი მამა ჰყავს, სურდა ის ქალი ეპოვნა რომელიც მისმამ მამებმა სუროგატ დედად გამოიყენეს. აღმოჩნდება, რომ რეიჩელის დედა, ვოკალური ადრენალინის მასწვლებელი, შელბი ქორკორანი გახლდათ. შელბიმ თავისი კლუბის წევრი, ჯესი დაიხმარა იმაში, რომ რეიჩელს მისი ვინაობის შესახებ შეეტყო. მიუხედავად იმისა, რომ შელბი და რეიჩელი ერთმანეთს შეხვდნენ, მათ შოირის მაინც არ გაჩნდა ისეთი დედა-შვილური ურთიერთობა როგორსაც ისინი მოელოდნენ. ამის მიზეზი რეიჩელის ასაკი გახლდათ, ვინაიდან იგი უკვე 17 წლის იყო.

ამ დროს, ჯესი ვოკალურ ადრენალინში დაბრუნდა. მათ უკვე იცოდნენ ახალი მიმართულების სუსტი და ძლიერი მხარეები, რაც მოგებაში დაეხმარებოდათ.




ავტორი
პროდიუსერი
ალექსის ბრაიან ვუდალი
მაიკლ ნოვიკი
კენეტ ილვერსტეინი
სცენარისტი
რაიან მერფი
ბრედ ფელჩაკი
იენ ბრენანი
როლებში


კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1049 | დაამატა: Ãnna | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3. GvAnCa255 (gvanca zanguridze(20:04 კვირა)
24 maissssss :))) me kide 25 maiss dabadebis dge maqvs :* 24 maiss kide xalxma ixila :D
2. Ãnna (Annano Anny(17:34 კვირა)
20070528_Beijos
1. GvAnCa255 (gvanca zanguridze(17:17 კვირა)
i am gleek :) 20070528_Amor
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
♥ მინი პროფილი
გამარჯობა: Guest




მომხმარებლების სია

Eto♥(Smile)
null

nullსიახლეები: 488
nullკომენტარები: 316
nullრეპუტაცია: 1


Ãnna
null

nullსიახლეები: 413
nullკომენტარები: 248
nullრეპუტაცია: 3


Lelee
null

nullსიახლეები: 120
nullკომენტარები: 212
nullრეპუტაცია: 1


kisa
null

nullსიახლეები: 77
nullკომენტარები: 119
nullრეპუტაცია: 0


✿Nicki✿
null

nullსიახლეები: 49
nullკომენტარები: 21
nullრეპუტაცია: 0

სტატისტიკა
www.wsa.ge
TOP სიახლეები ♥
[03.01.2013][სხვა...]
ლამაზი ფრაზები მეგობრობაზე ♥ (1)
[14.03.2012][სხვა...]
მაგდონალდი (7)
[24.04.2012][სხვა...]
ყველაფერი 1D-ზე (3)
[10.03.2012][სურათები]
აიპადი (6)
[03.06.2012][ფილმები]
კონკიას ამბავი 3 / A Cinderella Story (0)
[29.05.2012][სურათები]
მოძრავი სურათები:) (2)
[23.03.2012][ანიმაციები]
animaciebi (1)
[11.05.2012][სხვა...]
Illuminati celebs (13)
[13.03.2012][ბიოგრაფიები]
ჯეიდენ სმიტის ბიოგრაფია <3 (1)
[09.07.2012][სხვა...]
Pyjama Party <3 (3)
სტატისტიკა ♥

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Site Share <3
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz