ორიოდე დღის წინ გავრცელდა ჭორი Miley Cyrus-ის დანიშვნის შესახებ. ეს ყველაფერი კი მის თითზე არსებულმა ბეჭედმა გამოიწვია. მომღერალმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და Twitter-ის პერსონალურ გეერდზე დაპოსტა - ”მე არ დავინიშნე, ამ ბეჭედს ამავე თითზე ნოემბრის შემდეგ ვატარებ. ხალხს უბრალოდ უნდა რამე იპოვოს, რომ სალაპარაკო ჰქონდეთ.” შეგახსნებთ, რომ Miley მსახიობ Liam Hemsworth-ს 2010 წლის აგვისტოდან ხვდება. სწორედ ის გახლავთ მისი პირველი სერიოზული სიყვარული.[/color
[color=red]ამერიკული პოპ-როკ ბენდი Maroon 5 ახალ ალბომზე მუშაობს. უკვე ცნობილია მისი გამოსვლის თარიღიც - მსმენელს მისი მოსმენა 26 ივნისიდან შეეძლება. ალბომში შესული სიმღერების სრული სია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გეტყვით, რომ შესული იქნება ”One More Night”, ”Beautiful Goodbye” და დუეტი ამერიკელ რეპერ Wiz Khalifa-სთან - ”Payphone”. ფირფიტის სახელწოდება ”Overexposed” იქნება, რაც შეეხება მის პროდიუსერს იგი Max Martin-ი გახლავთ, რომელიც თანამსრომლობდა Pink-თან, Katy Perry-სთან, Kelly Clarkson-თან, Taio Cruz-თან, Usher-თან და Britney Spears-თან.