ბრაზილიელი მოდელი იტალიური და პოლონური წარმოშობის, ალესანდრა ამბროსიო, არის ერთ-ერთი ძვირადღირებული მოდელი.
ალესანდრას პარამეტრები
სიმაღლე: 178სმ წონა: 52კგ
სხეულის პარამეტრები: 87-60-87
ალესანდრას დიეტა
ლესანდრას იდეალური სხეული აქვს: გრძელი ფეხები, ქალური ფორმები და იდეალური პარამეტრები. „იზრუნეთ საკუთარ თავზე, მიაქციეთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას და გჯეროდეთ, რომ ყველაფერს მიაღწევთ და აუცილებლად გამოგივათ."
ალესანდრა აკონტროლებს თავის წონას. როგორც თვითონ ამბობს ის არ შიმშილობს, არ აქვს სპეციალური დიეტა და შეზღუდვა საკვებში, მაგრამ ის მკაცრად იცავს პორციის ზომებს.
დიეტის
მენიუ
მთავარი საიდუმლო 4-5ჯერადი კვებაა, პატარა პორციებით, ხოლო სილამაზის საიდუმლო თიხაა.
საუზმე: ტოსტი, ომლეტი ლორით, ყავა.
სადილი: ხორცი ქოთანში ბოსტნეულით, ჩაი პიტნით.
სამხარი: ორი ორცხობილა შოკოლადით და მწვანე ჩაი.
ვახშამი: თევზი, ბრინჯი ბოსტნეულით. დესერტზე ჩიზქეიქი და ერთი ჭიქა ღვინო.
ალესანდრას პრინციპი-უარი თქვით ტკბილეულზე და ცომზე, მოემზადეთ სრულად დაიხარჯოთ ვარჯიშის დროს.
„ ყველაზე მთავარი-თქვენი ჯანმრთელობაა. თუ თავს კარგად გრძნობთ და მოგწონთ საკუთარი თავი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას რას ამბობენ სხვები."
ის თეთრეულის ჩვენებაზე მშობიარობიდან 4 თვეში გამოვიდა. მან ტაბუ დაადო ფქვილს და შაქარს. მათი ადგილი დაიკავეს უცხიმო ხორცმა და ზღვის პროდუქტმა. მთავარი საკვები კი ბოსტნეულია. თავისთავად, კვირაში ოთხჯერადი ფიტნესი 2 საათის განმავლობაში.
„თავიდან საჭირო იყო ზედმეტი წონის დაკლება, ამიტომ კარდიო ვარჯიშებით დავიწყე-დავრბოდი, დავდიოდი ჩქარი სიარულით და ვხტუნაობდი. შემდეგ გადავედი მუცელზე, მკერდზე და ფეხებზე-ვაკეთებდი ბევრ ჩაჯდომებს, სხეულის აზიდვებს და ვარჯიშებს დამატებითი წონით."
ალესანდრას ფიტნესი
საყვარელი სპორტის სახეობა სერფინგი და ფრენბურთია. აგრეთვე მას უყვარს როლიკები და სნოუბორდი. ორი საათის განმავლობაში კვირაში ორჯერ ალესანდრა იოგით და კაპოეიროთი(ორთაბრძოლის ნაირსახეობა) არის დაკავებული.