ეშლი თისდეილის ბიოგრაფია ♥ + მცირე ფოტოკრებული ♥
ეშლი ტისდეილი დაიბადა 1985 წლის 2 ივლისს, ნიუ-ჯერსში. დედის მხრივ ეშლი ებრაელია და თავის თავს ებრაელს უწოდებს. სამი წლის ასაკში ტისდეილის ნიჭი აღმოაჩინა აგენტმა, რომელიც დღემდეა მისი წარმომადგენელია. რამდენიმე სინჯის შემდეგ, მან ითამაშა 100–ზე მეტ ნაციონალურ სარეკლამო რგოლში.გარკვეულ დროში, როდესაც მას უკვე ჰქონდა პატარა გამოცდილება რეკლამებიდან, მსახიობმა მონაწილეობა დაიწყო უფრო მასშტაბურ პროექტებში: საოჯახო კომედიებში და სერიალებში. 12 წლის ასაკში ტისდეილმა იმღერა პრეზიდენტ ბილ კლინტონისთვის თეთრ სახლში.
ტისდეილის მუსიკა პოპზეა დაფუძნებული, რომელიც შეიცავს პოპ-როკს. სხვებთან თანაავტორობით დაწერილი აქვს რამდენიმე სიმღერა. მუსიკალური მიდრეკილება გააჩნია კელი კლარკსონის, The Used-ს, Boys Like Girls-ს, მაიკლ ჯეკსონის, My Chemical Romance-ს, Lady Gaga-ს, Fergie-ს მიმართ.
ამჟამად – მომღერლის კარიერაში წარმატებების მიუხედავად, – ტისდეილისთვის კინო პირველ და საყვარელ ადგილს იკავებს ცხოვრებაში. 2008 წელს ეშლიმ მონაწილეობა მიიღო სურათში „მაგარი მიუზიკლი: გამოსაშვები საღამო“ (2008). შემდეგ ითამაშა ფილმში „უცხოპლანეტელები სხვენზე“ (2009). დღეს კი გოგონას კარიერა წინ და წინ მიიწევს .
|