როგორც ლონდონური „სანი" იუწყება, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა თავიანთ შვილებს კატეგორიულად აუკრძალეს ინტერნეტში ქექვა და მშობლებზე ინფორმაციების კითხვა. ბრედ პიტის თქმით, მათ ბავშვების კომპიუტერებში თავიანთი სახელები დაბლოკეს, რათა შვილებმა სახელგანთქმული მშობლების შესახებ საზიზღარი ჭორები არ წაიკითხონ. პიტს არ სურს, იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ რას ფიქრობენ მათზე სხვა ადამიანები. საინტერესოა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ბრედ პიტს საკუთარმა სამუშაომ უბიძგა. კერძოდ, მისი გმირი ფილმში „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა", ზუსტად ასე იქცევა, ამიტომაც პიტმა გადაწყვიტა, მას მიბაძოს და შვილების ფსიქიკა პაპარაცების ბინძური საქციელისგან ამგვარად დაიცვას.