♔ მეგობრობა —
ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს
შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანთა შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება.სწორედ ასე განიმარტება ეს სიტყვა ლექსიკონებში, მაგრამ შეიძლება განმარტება ასე პატარა წინადადებაში ჩავტიოთ ? ან შეიძლება საერთოდ მეგობრობის მნიშველობა სიტყვით გამოვთქვათ? არა მგონია ამიტომ მინდა, რომ ამ სიტყვის თითო განმარტება ყველამ დაწეროთ,ერთად კი ნამდვილად დიდი განმარტება გამოგვივა.
აი რას ნიშნავს შემთვის მეგობრობა: ჩემი
აზრით ცხოვრებაში ყველა თამაშობს, ხალხთან ურთიერთობისას თავის ნამდვილ
სახეს მალავს, ზოგი მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უხერხულად გრძნობს, ზოგი
იმიტომ, რომ სურს საზოგადოებაში გაერიოს, ან პოპულარულ ადამიანებს
დაუახლოვდეს და ასე შემდეგ, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს.მეგობარი
უნდა იყოს ადამიანი, რომელთანაც დამალვა არ დაგჭირდება და იქნები ისეთი,
როგორიც ხარ, მასთან არ შეგრცხვება შენი თავის და თავისუფლად იგრძნობ
თავს. თუ
მეგობარი შენ ისეთს გხედავს როგორიც ხარ და ასეთი მოსწონხარ, თუნდაც გიჟი
ან მატყუარა, ან პირდაპირი, ზარმაცი, გულმავიწყი, სულელი, მოუსვენარი...
მაშინ ის ნამდვილია :)
My favorite kind of pain is in my stomach when my friends make me laugh too hard.
ორი საუკეთესო მეგობრის კონტრაქტი *პირობას ვდებ მოვუსმინო საუკეთესო მეგობარს (რაზეც არ უნდა იყოს საუბარი, ბიჭებზე, კოსმეტიკაზე ან სხვა სისულელეზე)
*პირობას ვდებ ვეკონტაქტო მეგობარს ძალიან ხშირად
*პირობას ვდებ ვიყო მეგობრის გვერდით, როცა მას ვჭირდები
*პირობას ვდებ ვიყო მუდამ გულწრფელი მასთან
*პირობას ვდებ არასდროს დავუმალო რამე (თუ რა თქმა უნდა სურპრიზ- წვეულებას არ ვუწყობ )
*პირობას ვდებ დავეხმარო მეგობარს გახდეს უკეთესი პიროვნება
*პირობას ვდებ გადავდო ყველა პირადი საქმე როდესაც მეგობარს ვჭირდები
*პირობას ვდებ ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნება პირველი, ვინც გაიგებს ჩემზე ყველაფერ ახალს
*პირობას ვდებ გავიცინო მეგობართან ერთად და არა მეგობარზე
*პირობას ვდებ არაფერი გავაკეთო ისეთი რომ დავანგრიო ჩვენი მეგობრობა
*პირობას ვდებ არასდროს შემიყვარდეს ჩემი საუკეთესო მეგობარი.
არასდროს! (გოგონებისთვის ბიჭი მეგობარი და პირიქით)
თუ
რომელიმე წევრი დაარღვევს კონტრაქტს დაისჯება მძიმედ! სასურველია
მეგობრობის აღდგენის სურვილი თავად დასჯილმა გამოთქვას (მაგ: მეგობართან
დალაპარაკებით) მე ვეთანხმები ჩამოთვლილ პირობებს ______________ _____________ ხელმომწერი 1 ხელმომწერი 2
|