ადამიანი რომელიც სულ გვერდით გიდგას, ყოველთვის უნდა რომ რაღაცაში დაგეხმაროს. როცა ცუდად ხარ ის ყოველთვის სცდილობს რომ გაიგოს რა გჭირს და არ მოგეშვება სანამ არ გაიგებს, სანამ არ დაგაწყნარებს და კარგ ხასიათზე არ დაგაყენებს. ადამიანი რომელიც არასდროს მიგატოვებს და ყოველთვის შენთან ერთად იქნება, ყოველთვის შენთან ერთად გაერთობა და ყოველთვის, ყველგან, ნებისმიერად გამხიარულებს. ის ვინც შენი მესაიდუმლეა ცხოვრების ბოლომდე და შენს მიერ გამხელილ საიდუმლოს საფლავს ჩააყოლებს. ვინც ყველაფერს გითმობს და ყოველთვის გიღიმის... #მეგობარი #
ყველაზე მშვენიერი და ყველაზე ლამაზი და ემოციური სიტყვა ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც ვერ უძლებენ დიდხანს ერთ ადამიანთან ყოფნას. არის ბოღმა და გაუტეხელი ხალხი. მე ბევრი შემხვედრია ეგეთი და თქვენც. არავინ იცის იქნებ ჩვენვე ვართ ეგეთები. ადამიანები რომლებიც საიდუმლოებს ვერ ინახავენ და გვერდში ყოველთვის არ გიდგანან... ისინი არიან მეგობრები მაგრამ შორეული, საიდანღაც მოსულები. ამის გარდა მინდა გავიხსენოთ ის წლები, ის მშვენიერი წლები როდესაც ბავშვები ერთად, ყველა, ეზოში ვთამაშობდით წრეშიბურთს, დახუჭობანას გაშეშობანას, დაჭერობანას ან ჩაკუზობანას... ვინმე სირბილის დროს დაეცემოდა და ტირილს იწყებდა ყველა თავზე დაესეოდა და ააყენებდა იმ ბავშვს , მერე ყველა ერთად აყვებოდა სახლში და დაკვირვებით უყურებდნენ თუ როგორ ურჩენდნენ ნატკენს...
გავიდა წლები უკვე წამოვიზარდეთ, უკვე აღარ ვთამაშობთ იმდენად იმ თამაშებს ეზოში, ყველა დაიყო . გოგოები ერთად, ბიჭები ერთად. აღარავის აღარ აინტერესებს ვის რა მოუვიდა. შეიძლება წაიქცე და დაგესიონ მაგრამ სახლში ასვლა მარტო მოგიწევს, უკვე გავიზარდეთ და გვყავს მხოლოდ ერთი მეგობარი რომელსაც საიდუმლოს უმხელ და რომლის გვერდით ყოველდღე იმყოფები, ვისიც არ გრცხვენია და დასავით (ძმასავით) გყავს. დაქალი და ძმაკაცი, ამ ორმა სიტყვამ შეცვალა სიტყვა "მეგობარი". ზოგისთვის როგორ. ზოგი ისევ ისე ეძახის მის გვერდით მდგომ ადამიანს მეგობარს ზოგი კი მხოლოდ დაქალს და ძმაკაცს ხმარობს.
ყველას მოგსვლიათ ჩხუბი ტქვენს ახლო ადამიანტან ან თუნდაც იმასთან ვისაც არ იცნობთ. ფიცის აღარავის ჯერა, საქმეს მხოლოდ გინებით და საშინელი სიტყვებით მოაგვარებ, ის ვისთანაც ჩხუბობ უნდა ჩააჩმორო რომ აღარ გაიმეოროს, ამის გარდა ვერავინ ვერ ხვდება თუ რა მოყვება ამ ყველაფერს მომავალში... ეხლა ფიქრობთ ალბათ რომ უკან შეგიბრუნდებათ და ის ბავშვი ვისაც ეჩხუბეთ გაგიხსენებთ იმ ცუდ სიტყვებს და თქვენ თვითონვე ჩაჩმორდებით, ხომ მართალი ვარ? :დ ეგეც და ის რაც ამ ჩაჩმორებაზე ბევრად უარესია. შენ კარგავ მეგობარს, და იდენ ცოდვას.მქონია შემთხვევები რომ მიჩხუბია ადამიანთან და საერთოდ არ გამომიყენებია ნორმალური სიტყვები, საერთოდ.. მიუხედავად იმისა რომ გოგოვარ და ეხლა სიე ვნანობ რომ თითქოს ქვა ჩამიგდეს მუცელში და ვერ ვიღებ იმდენად მაწუხებს. ეხლაც ნაჩხუბარი ვარ და მივხვდი რომ მე მყავდა მეგობარი რომელსაც საიდუმლოებს ვუმხელდი და ყოველტვის გვერდით მედგა, ყოველთვის ერთგული იყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ ვცდებოდი, ჩვენი ჩხუბის მიზეზი ჭორი იყო! არის ასეთი გამონათქვამი "მეგობარს გასაჭირში იცნობ" არის გამოსავალი, და ყოველთვის იყო და იქნება.. სანამ დროა შეამოწმეთ თქვენი მეგობრები გაიგეთ რამდენად ერთგულები არიან, მაგრამ იყავით ფრთხილად რადგან ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. ეხლა ვართ ყველა სიეთ ასაკში რომ მეგობრებს (მეზობლებს) ვერ ვხვდებით ხშირად, მე დარწმუნებული ვარ რომ გყავთ თქვენ ისეთი მეგობარი რომელიც თქვენს გევრდით ცხოვრობს მაგრამ სკოლის გამო ვერ ხვდებით, მერე ამისი პრობლება ინსტიტუტი იქნება, მერე სამსახური და ბოლოს კარგავთ, კარგავთ უკვე ინსტიტუტის პერიოდში როცა საერთოდ არ ხვდებითერთმანეთს. სანამ დროა ყველაფერი უნდა იღონოთ რომ შეხვდეთ და ერთად იყოთ რადგან ნამდვილი მეგობარი ისაა ვინც ყოველთვის გვერდში გიდგას და ყოველთვის ცდილობს რომ შენს სახეზე სმაილი დახატოს
ვიყოთ ერთად სანამ დროა სანამ არის ეს ბედნიერი წუთები და არ ვიჩხუბოთ რადგან ღმერთმა სიყვარულისთვის შეგვქმნა. ეხლა კი ყველას ვთხოვ რომ დაურეკოს თავის მეგობარს, ნებისმიერს ვინც ყველაზე ახლოს შეიძლება იყოს თქვენთან ამ მომენტში, თუნდაც გვერდით გიზით ან კარის მეზობელია კარზე დაურეკოთ, გახედოთ, გაუღიმოთ და მაგრა ჩაეხუტეთ, რადგან ნამდვილი მეგობარი ისაა ვისაც არასდროს არ ბეზრდება შენს გვერდით ყოფნის! <3
ძალიან პატარაა მაგრამ იმედია მოგეწონათ, მემგონი ღია დღიურსაც არ გავს მაგრამ ძალიან მინდოდა დაწერა. ვარსკვლავებით შემიფასეთ ძალიან გთხოვთ და კომენტარებიც არ დაივიწყოთ :** ყველა ძალიან მიყვარხართ და ყველა ჩემი მეგობრები ხართ :))) [დააჭირეთ ტუჩს რომ გადახვიდეთ ფოტოზე]
shens megobarze da shens tavze rom moyevi mag dros gamaxsenda me da chemi yopili sauketeso meobari chvenc zustad woris amo vichxubet da axla dzalian vnanob :(((( ise dzaan maariaa ase araperi ar momwonebiaaa