საღამოს ლამაზი ფიქრები არ მასვენებდა :)) ფანჯარასთან ვიჯექი და ჩემთვის ვფიქრობდი ყველაფერზე კარგზეც და ცუდზეც .. და განსაკუთრებით ერთ ადამიანზე ))რაღაც სიცივემაც ამიტანა და ჯემპრი ჩავიცვი .. მერე ფრთხილად გავწიე ჩემი ფანჯრის ფარდა და :)) ამის დანახვამ ყველაზე მეტად გამახარა !!
აბა როგორია 30 დეკემბერს თოვა <3 თან ეს ყველაფერი ჩემს ლამაზ ფიქრებს ამშვენებდა )) მხოლოდ ერთი ადამიანი მაკლდა სრული ბედნიერებისათვის .. სრული თუ არა გარკვეუული ნაწილის მაინც )) მაგრამ იმ ადამიანს დავშორდი ჰომ დავშორდი )) რადგან მან სხვას მამჯობინა და ... ვერვიტყვი ახლა ყველაფერი იდეალურადაა თქო მარა რაც მთავარია მყავს ჩემი ერთადერთი <3 ჯესიკა, რომელსაც ახლა ანგელოზივით სძინავს :დ ჩემს ოთახში )) მე კიდევ მუხლებზე ჩემი რღიური მიდევს და სიმღერის ტექსტს ვწერ ...თანდათან ჩემს ფიქრებს ვრითმავ ერთმანეთთან და ასე იქმნება კიდევ ერთი ახალი გულით დაწერილი სიტყვები )) საათს გავხედე და ღამის 2 საათი იყო .. ჰოდა მეც ავიღე ჩემი აიფონი მაღვიძარა დავაყენე დილის 9 საათზე და დავწექი ! ანგელოზების ქალაქში უკვე მოთოვა ! <3
მეც მიუხედავად იმისა რომ დილით ადგომას ვერ ვიტან !! მაღვიძარას დარეკვისთანავე წამოვხტი საწოლიდან და ჩემ კარადას მივვარდი ტანსაცმლის ასარჩევად ჰოდა როგორც თოვლს და ზამთარს შეეფერება ესენი ავარჩიე :დ
და გავვარდი გარეთ , არ მჯეროდა ყველფეერი ისეთი ლამაზი იყო ... მეც პატარა ბავშვივით დავხტოდი თოვლში , ვტრიალებდი :დ და თან აიპოდში Last Christmas-ს ვუსმენდი ! :დ ამ დროს უკნიდან გავიგონე ბავშვების ყვირილი, რომლებიც მხოლოდ ერთს გაიძახოდნენ : ეს ხო, ჯასტინ ბიბერია. თითქოს ჩემს თავში ვიღაცამ ზარები დარეკა .. მუხლებში ძალა წამერთვა და ლამის ჩავიკეცე. თავს ჩემად ვამხნევებდი და ვთხოვდი, რომ ახლა ყველაზე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი .. თავის შეტრიალების მეშინოდა, რადგან მე მას დავინახავდი .. თუმცა ჩემმა მეორე მემ მაიძულა ეს გამეკეთებინა .. – ლიზი .. – ისევ მისი ხმა . და ისევ იმავე სიტყვა .. – ჯასტინ. არ მეგონა აქ თუ გნახავდი!! მოხარული ვარ, რომ გნახე . – ჯასტინს გავუღიმე. – მეც ძალიან მოხარული ვარ, ლიზი. ძალიან ლამაზად გამოიყურები. – მადლობა . თმის ვარცხნილობა შეგიცვლია, გიხდება. – მადლობა . და როდემდე ეს სენტიმენტები ? – არ მესმის. – ისე შემხვდი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
– თავად თქვი, რომ ეს უკვე მოხდა. ჩემგან რას ელი ? გინდა თავის არიდების გზა ვიპოვო ? არ ვაპირებ. ჰომ, მე და შენ ისევ ერთმანეთს შევხვდით .. თუმცა უკვე ყველაფერი გარკვეული და დამთავრებულია . ახლა კი მაპატია, მაგრამ ამ საუბრის გაგრძელების არც დროა და არც ადგილი. თან არანაირი სურვილი არ მაქვს ამაზე ვილაპარაკო. რაც მოსახდენი იყო, მოხდა. კარგად და იქაურობას გამოვეცალე.
ქუჩაში დარჩენას არ ვაპირებდი, რადგან ვიცოდი, რომ იქ იმას გადავეყრებოდი, ვისთანაც საუბარი ახლა ყველაზე მეტად მტკენდა გულს .. არა იმიტომ, რომ მასთან ერთად ყოფნისას წარსულის გახსენება მომიწევდა .. არა, მე უბრალოდ არ შემიძლია მის თვალებში ჩახედვა . თავს ვარწმუნებ, რომ აღარ მიყვარს, თუმცა თავად ვიცი, რომ არ დამვიწყებია ის სიყვარული, რასაც მე მის მიმართ ვგრძნობდი. მე ჰომ მან გამაბედნიერა და შემდგომ ეს ბედნიერება ჯოჯოხეთად მიქცია . მე ჰომ მან მასწავლა სიყვარული და მისი დაკარგვის გემო. ამ ფიქრები გართული სახლამდეს მივსულვარ :დ სახლში შევედი და ჯესიკა არ დამხვდა იმის თავიც არ მქონდა რო დამერეკა და ეგრევე საწოლზე წამოვწექი... ზუსტად 3 საათი დებილივით ვეგდე საწოლზე და სიმღერებს ვუსმენდი. რეებზე არ ვიფიქრე .. ფიქრმაც კი დამღალა. ..ამ დროს ჩემი ტელეფონი აზუზუნდა , გულში გავიფიქრე „ გაიხარე, ვინც მირეკავ „ – მეე ვააარ ლიზიიი! – ჯესიკას ხმა მაშინვე ვიცანი. – ჰომ მშვიდობაა ? – კი , თუ არა ? არა, კი – ჩაეცინა. – სად ხარ ? – ახლა ვარ .. მმ ,, ერთ ჩემ ძველ მეგობრთან , ხოდა მოდი შენც.. – რა მინდა მანდ ? – გავერთოთ .. მიდი მიდი მალე .. ჩაიცვი და მოცუნცულდი .. – ჰომ, კარგი ... – ჯესიკა მისამართს მეუბნებოდა, თან მე ტანსაცმელს ვარჩევდი. ნახევარ საათში, უკვე მაღალ შენობასთან ვიდექი. ჩემი აიფონი ამოვიღე : – ჯესიკა .. რომელ სართულზე ამოვიდე ? – რა სართულზე ეე ? სახურავზე ამოდი. – ნასვამი ხარ ? – არა .. „ – ჯესიკას პასუხთან ერთად , სხვა ვიღაცის ხმაც გავიიგონე. – შენი მეგობარიც მანდაა ? – კი .. ამოდი მალე .. ძლივს ავჩანჩალდი 30 – სართულიან შენობაზე. მალე უკვე სახურავზე ვიყავი : – ჯესს.. სად ხარ ? – ჯესიკა აქ არ არის ..– ნაცნობი ხმა იყო .. მიბრუნება არ მინდოდა და არც მივბრუნებულვარ. –ბიბერ .. ჯესიკა სადაა ? – ჯესიკას მე ვთხოვე, რომ აქ მოსულიყავი. – რატომ ჯესიკას ? – რადგან მე რომ მეთქვა, არ მოხვიდოდი. – რა ლამაზად მომატყუე"თ" – ამას ტყუილს ნუ დაარქმევ .. ლიზი .. შემომხედე .. – მადლობა, მაგრამ სურვილი არ მაქვს. კარგად – ამჯერად შევბრუნდი, ბეჭი გავკარი და ჩასასვლელისაკენ წავედი. ჯასტინმა ამ დროს მკლავზე ხელი წამავლო : – გგონია გაგიშვებ ? – გგონია შემაჩერებ ?
ჯასტინი:– ძალა მეყოფა .. მე:– ვიყვირებ .. ჯასტინი:– გაგაჩუმებ .. – ვერანაირად ! ჯასტინი:– დაგიმტკიცო ? – ვერ გაბედავ ! – საკუთარ თავს დააბრალე – ჯასტინი მომიახლოვა და მაკოცა. მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობას ვუწევდი, ხელი მაინც არ გამიშვა ....
|