დღეს, 9 ივნისს ორი ჰოლივუდელი ვარსკვლავის, ჯონი დეპისა და ნატალი პორტმანის დაბადების დღეა. ჯონი 49, ხოლო ნატალი 31 წლის გახდა.
ჯონი დეპი 1963 წლის 9 ივნისს ამერიკაში დაიბადა. კინოში 1984 წლიდან გამოჩნდა საშინელებათა ფილმით "საშინელება თელების ქუჩაზე". ჯონის უკანასკნელად ვიხილეთ ტიმ ბარტონის ფილმში "მუქი ჩრდილები". მისი კარიერა გამოირჩევა მრავალფეროვანი და საინტერესო როლებით, ფილმებში "რანგო", "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", "ედ ვუდი", "კარიბის ზღვის მეკობრეები" , "კოკაინი", "ერთხელ მექსიკაში" და სხვა..
ხოლო 1981 წლის 9 ივნისს, ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში დაიბადა ნატალი პორტმანი. მსახიობმა წარმატება პატარაობაშივე მოიპოვა ფილმით "ლეონი", სადაც მატილდა განასახიერა. მას შემდეგ ნატალი ძალიან მოთხოვნადი და წარმატებული მსახიობია, 2011 წელს გადასცეს ოსკარი ფილმისთვის "შავი გედი". პორტმანის სხვა წარმატებული ფილმებია: "V ანუ ვენდეტა", "სიახლოვე", "გოიას მოჩვენება", "ჰეშერი", "ჩემი კენკროვანი ღამეები" და სხვა..