ზედმეტსახელები: ჰილ, ჯუსი, ქლინ ქეთ
დაბადების თარიღი: 28 სექტემბერი 1987 წელი
დაბადების ადგილი: ჰიუსტონი, ტეხასი.
იზრდებოდა სან-ანტონიოში
საცხოვრობელი ადგილი: ლოს ანჯელესი, კალიფორნია
თმის ბუნებრივი ფერი: ყავისფერი
თვალები: თაფლისფერი
სიმაღლე: 160 სმ.
ზოდიაქო: სასწორი; აღმოსავლური ჰოროსკოპით: კურდღელი
ჰყავს: უფროსი და - ჰეილი, მშობლები: ბობი და სიუზანი
ქველმოქმედება: Kids With a Cause-ის წევრი
მისი მენეჯერი დედაა
საყვარელი ფერი: ვარდისფერი
საყვარელი ცხოველი: ძაღლი
საყვარელი საგანი: მათემატიკა
საყვარელი ფილმი: ყრუ და უფრო ყრუ
საყვარელი სპორტი: ცურვა და ტრამპლინიდან ხტომა
საყვარელი მუსიკა: ჰიპ-ჰოპი, პოპმუსიკა, რეპი და როკი
ჯგუფები: No Doubt, Good Charlett, Blink 182, Eminem, Nelly, Vanessa Carlton, Green Day, Rancid
საყვარელი მომღერალი:რობერტ სმიტი, ბრიტნი სპირსი, ჰეილი დაფი
საყვარელი კოსმეტიკა:MAC, Bebefit
საყვარელი მაღაზიები:Merlose Avenue, Jami Lynn, Wet Seal, Rampage
საყვარელი საჭმელი:მექსიკური, სუში, იტალიური, ფუნთუშები შიგთავსით და ა.შ
ბოსტნეული: ისპანახი
საყვარელი ხილი: ანანასი
საყვრელი ეპიზოდისერიალში "ლიზი მაგუაიერი” - შინაგანი სილამაზე
ჰილარი ამბობს რომ მბრძალებლობა უყვარს,
ეშინია სიბნელის: როცა სახლში მარტო რჩება, ყველა კარს რაზავს
შოუბიზნესი რომ არა, დერმატოლოგი გახდებოდა
პირველად რეკლამაში რომ გადაიღეს, 7 წლის იყო
პირველი ფილმი: კასპერი და უენდი
პირველი სიმღერა და კლიპი: I Can’t Wait (არ შემიძლია ლოდინი)
ალბომი-დებიუტი: Metamorphosis
ახალგაზრდების კერპი, მსახიობი და მომღერალი ერხარდ (ბობ) დაფის, მაღაზიათა მეპატრონისა და დისახლისის, სიუზანის, მეორე ქალიშვილი იყო. ჰილარი და მისი სამი წლით უფროსი და ბავშვობიდანვე ეუფლებოდნენ სამსახიობო ოსტატობას. დედის მხარდაჭერით ორივე საგანგებო ოსტატობის კლასში ჩაირიცხა და ამის შემდეგ ადგილობრივი თეატრალური წარმოდგენების მთავარი როლები ყოველთვის დებს - დაფებს ეკუთვნოდათ.
დიდ სცენაზე პირველი გამოსვლა "მაკნატუნაში” მოუხდა, მაშინ სულ 6 წლის იყო. მოგვიანებით ჰილარიმ და ჰაილიმ მსახიობის კარიერაში სრულყოფა და წარმატება მიზნად დაისახეს და დედასთან ერთად საცხოვრებლად კალიფორნიაში გადაბარგდნენ. მამა ტეხასში დარჩა და, როგორც ჩანს, ქორწინების დანგრევის წინაპირობაც ეს გახდა
კინობიზნესში დებს გაშლილი ხელებით არავინ მიჰგებებია. თავიდან მასობრივ სცენებში აძლევდნენ როლებს. მაგრამ ტალანტი არ დაიმალა, 11 წლის ჰილარი თავის პირველ მთავარ როლს ფილმში "კასპერი და ვენდი” მიიღებს. ნორჩ და კეთილ ჯადოქარს თამაშობს, მაგრამ ფილმმა მაყურებლების სიყვარული და აღიარება ვერ მოიპოვა. სამაგიეროდ, მომდევნო სურათმა - "სულების შემგროვებელმა” მოიტანა წარმატება და ჰილარიმ პრიზი მიიღო ნომინაციაში "საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი”.
ამას ისევ უიღბლო ცდა მოჰყვა: გოგონა არ დაამტკიცეს ფილმზე, რომელიც ცოტა ხანში ეთერიდან მოიხსნა. ძალიან მალე ახალი პერსონაჟი ითამაშა, რომლის განსახიერებამაც მსოფლიო პოპულარობა და ახალგაზრდების კერპის ტიტული მოუტანა.
სერიალით "ლიზი მაკგუაიერი” (65 სერია) ჰილარის ნამდვილი სამსახიობო ცხოვრება დაიწყო. ეკრანებზე ის 2001 წელს გავიდა, 2 წლის მანძილზე ძალიან პოპულარული იყო, აირჩიეს საუკეთესო სატელევიზიო შოუდ. იმავე სიუჟეტის უხვშემოსავლიანი სრულმეტრაჟიანი ფილმიც გადაიღეს (2003). ამ ფილმით ჰილარი დაფი სერიალების მსახიობიდან კინომსახიობად გადაიქცა. მისივე წყალობით დაიწყო ჰილარის სოლოკარიერაც (საუნდტრეკს თავად ასრულებდა)
2002 წელს ჰილარი პირველ ფირფიტას Santa Clause Lane უშვებს, მღერის ქრისტინა მილიანთან, ლილ რომეოსთან და დასთან ერთად. ამას ახალი ჩანაწერებიც მოჰყვა.