ცოტა ხნის წინ ბილი-რეი საირუსმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ მაილი ახალ ალბომზე მუშაობს.
ამჯერად თვითერში ცნობილმა წყაროებმა შეგვატყობინეს მომღერლის ახალი დისკის შესახებ. უკანასკნელი თვითი ასეთი იყო: ,,არ მინდა ვთქვა, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, რადგან მაილიმ ასეთი მიმართულება აირჩია ახალი ალბომისთვის.''
წყაროების თანახმად, ახალი ალბომი რიანასა და ქეითი პერის სტილში იქნება შექმნილი და იქნება ჰიპ-ჰოპ მომღერლებთან დუეტებიც. იგივე წყარო ამბობს, რომ მომავალ წლამდე ახალს არაფერს უნდა ველოდოთ.
მე პირადად ცუდს ვერაფერს ვხედავ რიანას და ქეითი პერის სტილში. თქვენ რას ფიქრობთ?