ჯასტინ
ბიბერს ფილმში იღებენ. ბიბერი მარკ უოლბერგის ფილმში კალათბურთელი ბიჭის
როლს განასახიერებს. სურათი ქუჩის კალათბურთელებზეა. მისი სახელოდება
ჯერჯერობით უცნობია.
ფილმის
პროდუსერები მარკ უოლბერგი და სტივენ ლევინსონი არიან. ისინი ერთად
მუშაობდნენ ფილმებზე: Broadwalk Empire; Entourage და How to make it in
America. ამ ბოლო ფილმის სცენარისტი იან ედელმანი სცენარს ახალი
ფილმისთვისაც დაწერს. მომღერალ
ჯასტინ ბიბერისთვის ეს მეორე ფილმი და პირველი დრამატული როლი იქნება.
პირველი ფილმი (დოკუმენტური) 13 მლნ დოლარი დაჯდა და კინოგაქირავებიდან,
დაახლოებით, 100 მლნ დოლარი მიიღო. ფილმს ”ჯასტინ ბიბერი: არასოდეს თქვა
არასოდეს!” ჰქვია.
|