ჯასტინ ბიბერის კონცერტს პარიზში ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ახალგაზრდა მომღერლის გულშემატკივრები შოკში ჩავარდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ჯასტინი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Us Weekly-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი თავად ბიბერის დაუდევრობა გახდა. კონცერტის დასრულების შემდეგ ის კულისებში გარბოდა, როდესაც შუშის კარს თავით დაეჯახა. ექიმების თქმით, მომღერალს ტვინის შერყევა აქვს, თუმცა თავად ბიბერი ამტკიცებს, რომ თავს კარგად გრძნობს.
"უბრალოდ თავი მივარტყი, ყველაფერი კარგადაა. ჩვენ, კანადელები გამძლეები ვართ." - დაწერა მან სოციალურ ქსელ Twitter-ში.
როგორც აღმოჩნდა ინციდენტის შესახებ ჯასტინის დედაზე ადრე მისმა ფანებმა გაიგეს და ინფორმაცია თითქმის მთელს მსოფლიოში გავრცელდა, სოციალურ ქსელებში გაჩნდა თანაგრძნობის წერილები, რამაც მომღერალი ძალიან ააღელვა და მათ მადლობა გადაუხადა.
|