მიუხედავად იმისა, რომ წყვილი განქორწინებულია, მარკი და ჯენი შოუ Q'Viva! The Chosen–ზე (ნიჭიერის ძიება) ერთად მუშაობას განაგრძობენ. თუმცა, მათ ურთიერთობას დაძაბულობა ეტყობა. გადაცემის, დროს, როდესაც ერთ–ერთ მონაწილეს განიხილავდნენ, მარკმა და ჯენიმ ერთმანეთში კამათი დაიწყეს, ერთმანეთის აზრს არ ეთანხმებოდნენ.
თავდაპირველად, წყვილი შოუს მონაწილეებზე კამათობდნენ. გადაცემის მეორე ნაწილში, როდესაც სცენაზე მოცეკვავეები გამოდიოდნენ, მარკმა ყოფილ მეუღლეს შეხედა უთხრა: „ახლა ჩემი პატარები გამოვლენ!" JLO–მ სიმშვიდე შეინარჩუნა და მარკს უთხრა: „ღორი ხარ!"
|