მსახიობ ჯონი დეპს პირადმა მცველებმა პრობლემა შეუქმნეს. მცველები 2011 წლის 1 დეკემბერს ლოს-ანჯელესში როკ-მუსიკოსის, იგი პოპის კონცერტზე 52 წლის ქალს თავს დასხნენ.
დაზარალებულის, ჯეინ დოუს სარჩელის თანახმად, დეპის დაცვამ იგი იმ დროს დაიჭირა, როდესაც შემთხვევით საკონცერტო დარბაზის VIP-ზონაში ვარსკვლავის მაგიდასთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა.
მცველებმა ქალის მსგავსი თავისუფლება ვერ მოითმინეს, მას ხელბორკილი დაადეს და იატაკზე დააგდეს, შედეგად მას ტანსაცმელი დაეხა და დაშავდა.
დოუმ, რომელიც მედიცინის პროფესორია, ასევე განაცხადა, რომ მცველებმა მას მობილური ტელეფონი წაართვეს, რომელიც მისი პაციენტების შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავდა.
ქალმა გათავისუფლება როგორც კი შეძლო, მაშინვე პოლიციას მიმართა და ცემის შესახებ განცხადება გააკეთა.
დაზარალებული ჯეინ დოუ დეპისგან ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. თანხა უცნობია. მსახიობს ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
|