♥ შესვლის ფორმა
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
სურათები [302]
ფილმები [15]
თამაშები [9]
კლიპები [24]
კონცერტები [13]
ვიდეოები [38]
ბიოგრაფიები [21]
მუსიკები [9]
სერიალები [5]
კონკურსი [38]
ავატარები [13]
ანიმაციები [47]
Book [30]
წესები [9]
News [295]
პაპარაცები [190]
სხვა... [216]
მინი-ჩეთი ♥
♥ გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?

javascript:;
სულ პასუხია: 482
.
\
მთავარი » 2012 » მარტი » 21 » Justin Bieber
20:21
Justin Bieber


JayBee’s – ს გუნდი : პუბლიცისტი, მენეჯერი, „ მარკეტერი „ და უსაფრთხოების დაცვა – ოთახში ისხდნენ. ჯასტინი ნახევარი საათით გვიან მოვიდა და გუნდმა ინერვიულა, რომ შესაძლოა მას დააგვიანდეს წითელი ხალიჩაზე. ჯასტინმა გაიარ–გამოიარა სასტუმროს ოთახში, მუქ ლურჯ MCM x TI$A - ს ტყავში , თეთრ პერანგში, ჯინსებში ჩაცმულმა. როდესაც ელისონმა იკითხა თუ ვის ჰქონდა ასეთი კარგი სუნი, ჯასტინმა სწრაფად უპასიხა „ ეს მე ვარ „
" მე ვაგვიანებ წითელი ხალიჩაზე ? " ჰკითხა მან გუნდს. ცოტახნის შემდეგ მან გააგრძელა "იმედია, მართალია ? "
ჯასტინ ბიბერი იზრდება. მას 18 წელი შეუსრულდა 1 მარტს – რთულია იმის დაჯერება, რომ მან სცენა 3 წლის წინ დაიმკვიდრა. არ არის ხშირი, რომ პოპ ვარსკვლავმა სრულწლოვანებას შენს თვალს წინ მიაღწიოს. მაიკლ ჯექსონმა ეს გააკეთა, ასევე ეს გააკეთა სხვა ჯასტინმა – ტიმბერლეიკმა. ორივე ლეგენდაა , ადამიანები, რომლებმაც ბიჭების ბენდებით დაიწყეს და სოლო კარიერებით გააგრძელეს. მაგრამ ისინი არ იყვნენ, ვინც სოლო კარიერიერით დაასრულა.
ახლა კი იმის შესახებ, რომ ჯასტინი თავისი ახალი ალბომით მსოფლიოს გააოცებს. როდესაც ყველაფერი ნათქვამი და გაკეთებული იქნება, ეს ადამიანი იქნება ყველაზე დიდი პოპ–ვარსკვლავი მის თაობაში. მაგრამ მზად არიან მისი ფანები იმისათვის, რომ ჯასტინი გაიზარდა ? თანაბრად მნიშვნელოვანია ის, თუ მზადაა ჯასტინმა მსხვერპლი გაიღოს, რომ პოპის მეფე გახდეს ?
"მე უბრალოდ გართობისთვის ვრეპავ" ამბობს ჯასტინი. "აქ არაფერია, რომ სერიოზული იერსახე მიიღოს. ჩემს ახალ ალმომში მე ვაპირებ, რომ ცოტა გავრეპო" მისი სიმღერა Boyfriend , ჩაიწერა მისი ახალი ალბომისთვის. Tell me what you like, dear / Tell me what you don’t I could be your Buzz Lightyear / Fly across the globe / You don’t even need to fight, dear / You already knowI can make you shine bright / Like you’re laying in the snow/Burr.
ჯასტინი ისეთი ბუნებრივია, ადვილია იმის დავიწყება, რომ ის ადამიანია, რომელმაც თავისი ალბომის 12 მილიონზე მეტი კოპი გაყიდა.
სადილზე ჯასტინი თავის ცხოვრებას აგრძლებებს და ტელეფონით ვიღაცას შეტყობინებებს უგზავნის. როგორც ჩანს, ეს ჯასტინის 19 წლის შეყვარებული, მომღერალი და მსახიობი სელენა გომესია, რომელიც მისგან ათასობით მილის იქით იმყოფება მის ტურნეში.
ჯასტინის მოსაზრება ამ ურთიერთობის შესახებ რეალურია. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მზად უპასუხოს, თუ როდის შეუყვარდა, ის არ ცდილობს დამალოს თავისი გრძნობები სელენას მიმართ "არ არის საჭირო ამ ურთიერთობის სრულიად დამალვა, რადგან მერე ის უსამართლო იქნბა ჩვენთვის" ამბიბს ის. "ეს გავს, თითქოს ‘მე წავიყვან სხვა მანქანას, შენ წაიყვან სხვა მანქანას და ჩვენ ერთმანეთს იმ ადგილზე შევხვდებით. შემდეგ შენ ამ კარში გახვალ, მე იმ კარში გავალ და ჩვენ შუა გზაზე შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენ გადავკვეთავთ გზას, როგორც ჯეიმს ბონდი. შენ სამზარეულოში გახვალ, მე უკანა კარიდან. შემდეგ ჩვენ ერთმანეთს გამოსაცვლელ ოთახში ვნახავთ.’ ეს არ არის ურთიერთობა. შენ უბრალოდ ყველას ემალები. ეს უსამართლო და არამიწიერია." ამ სიტყვებით ის ბროკოლის თეფშს აცურებს იქეთ და ადის მის სასტუმრო ოთახში რომ განმარტოვდეს.
4 დღის შემდეგ, სკუტერ ბრაუნს, ჯასტინის მენეჯერს, ხელი აქვს ჩაჭიდებული BlackBerry–ზე, მაიამიში მდებარე Four Seasons Hotel–ში. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, ბიბერი და მისი მარჯვენა ხელი (კენი იგულისხმება მე ვფიქრობ) სტუდიაში არიან Timbaland–თან ერთად, ათენებენ ღამეებს Believe–ისათვის. მისი სადებიუტო ალბომის, My World–ის შემდეგ, მეორე ოფიციალური ალბომისათვის. ეს ასეა, მაშინ თუ შენ არ ჩათვლი შემდგომ ალბომებს: My World 2.0, My Worlds Acoustic, My Worlds the Collection, the soundtrack album Never Say Never: The Remixes, და უახლოესს, საშობაო ალბომს: Under the Mistletoe–ს, პირველ ალბომს სადაც ჯასტინის ხმა შესამჩნევლად შეცვლილია.
ბრაუნი გეგმავს უდიდეს წარდგენას Believe–ისათვის. ის აკეთებს ყველაფერს რომ დაეხმაროს ბიბერს ფოკუსირებაში, მუდმივი დისტრაქციის მიუხედავად. (მაგალითად: წინა ღამეს, უხეშად რომ ვთქვათ 600 გოგონა იყო სტუდიის გარეთ, ცდილობდნენ ჯასტინისათვის თვალი მოეკრათ; პოლიციას მოუწია დაეშალა ჯგუფი) Lil Wayne–იც იგივე სტუდიაში მუშაობს – ამიტომ ისინი ერთად სკეიტბორდინგითაც გაერთნენ. ვინ იცის? იქნებ ისინი ერთ დღეს ერთადაც ჩაწერენ სიმრერას. მაგრამ სკუტერს უკვე მთელი სია აქვს შედგენილი, მომავალი კოლაბორაციონისტების. "ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ბენი ბლანკოსთან, ბეი მეჯორთან, მაიკ პოსნერთან" – ამბობს ბრაუნი. "ჩვენ Pharrell–თან ერთად ვაპირებთ მუშაობას... და ბრუნო მარსთან. ის დრეიკთან და 40–თან ერთად იმუშავებს მომავალ კვირას"
ატლანტის Emory University–ში ყოფნისას სახელი კარგი ‘ფართებით’ გაითქვა, ამის შემდეგ სკუტერი მუშაობდა Jermaine Dupri–ისთან, სანამ ბიბერს აღმოაჩენდა YouTube–ზე, როცა ჯასტინი მხოლოდ 13ის იყო. ამის შემდეგ, ბრაუნმა გაუკვალა გზა პოპვარსკვლავს, რომელიც უნაკლო იყო. უცხოები სკუტერს იცნობენ როგორც ბიბერის მენტორს, მაგრამ ის ამსგავსებს მისი და ჯასტინის ურთიერთობას უფრო მამაშვილურს. "ჩვენ დავპირდით ერთმანეთს, როცა ის მხოლოდ 13ის იყო, რომ ჩვენ ყოველთვის დავეხმარებოდით ერთმანეთს არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდებოდა" – ამბობს სკუტერი. და "არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება" დღეს ბევრს ნიშნავს. ჯასტინი გადაინაცვლებს თინეიჯერიდან ახალგაზრდა კაცში. "მე მინდა ის ჩემ დონეზე მოვიდეს" – ამბობს სკუტერი. "მე მინდა მას შევხედო როგორც კაცს. ის ხანდახან უკან იხევს, მაგრამ მე ვფიქრობ ეს ბუნებრივია"
ტიპიური ზრდის ტკივილები მოზარდებში უფრო სხვანაირად არის გამოხატული როცა ცნობილ ადამიანზე ვსაუბრობთ. სკუტერი იხსენებს საუბარს (ჯასტინთან ერთად) ნარკოტიკებზე: "მან დამირეკა და მითხრა, 'იცი რატომ არასდროს არ გავაკეთებ ასთ რაღაცას? იმიტომ რომ ვიცი, შენ რომ გაიგო, მოხვალ და მცემ'" ბიბერმა თქვა რომ ცხოვრებაში სიგარეტიც კი არასდროს მოუწევია. უმეტესობა მისი პრობლემა არის ის რომ ის ოცნებობს ჩვეულებრივ ცხოვრებაზე. "მას არ მოსწონს 'ცნობილობა'." – სკუტერი ამბობს. "ის ბრძოლობს არანორმალურობასთან. მე სულ ვეუბნები 'შენ არ ხარ ნორმალური, იქიდან როცა შენ ექსტრაორდინალური ცხოვრებით ცხოვრება დაიწყე, ამიტომ შენ ექსტრაორდინალური სტანდარტებით ცხოვრობ"
შუადღის 4 საათზე ბრაუნი შედის ჯასტინის სასტუმროს ნომერში, როცა პოპვარსკვლავი ახალი გაღვიძებულია, თამაშობს Temple Run–ს მის აიფონზე. სკუტერი ეუბნება ბიბერს რომ ის მარტო იქნება ამ ინტერვიუს ნაწილისთვის. ბრაუნის უკანასკნელი სიტყვები კარის დაკეტვამდე: "Don’t fuck up.” (1. ამას ვერ ვთარგმნი. 2. მემგონი ყველა ხვდებით რასაც ნიშნავს)
თავიდან ფეხებამდე წითელში ჩაცმული – ბიბერი ჯდება სავარძელში. მას უნდა ილაპარაკოს ვიდეოზე რომელმაც მთელი ინტერნეტი მოიცვა, და სადაც ჩანს ის და მისი დაცვა როგორ ჩქარობენ აეროპორტამდე მისვლას, არიდებენ თავს პაპარაცის და უკან იტოვებენ უამრავ იმედგაცრუებულ ფანს. "ფოტოგრაფები ჩემს მანქანიდან გადმოსვლას უცდიდნენ" – ამბობს ის. "კამერები გამორთული ქონდათ, იფიქრეს სანამ მე გადმოვიდოდი მოასწრებდნენ, მაგრამ მე მათ გავურბინე და ამიტომ სურათების გადაღება ვერ მოასწრეს. სამწუხაროდ, მე ვერ დავინახე ფანები, და ამიტომ თავს საშინლად ვგრძნობ"
ბიბერს უყვარს მისი ფანები, მაგრამ პაპარაცები დიდად გულზე არ ეხატება, რაც სურპრიზი არ არის. "მე სახეს ვიფარავ" – ამბობს ის. "და მე ძალიან ვბრაზდები როცა ხალხი ამბობს 'კარგი რა ჯასტინ. შენ ცნობილი ხარ. ხალხს მოუნდება შენი სურათების გადაღება. მიეჩვიე ამას. შენ მდიდარი ხარ...' მაგრამ მე ვფიქრობ 'ძლივს აზრზე მოვედი 8 საათიანი ფრენის მერე. მე დაღლილი ვარ და თვალები დასიებული მაქვს. მე არ ვცდილობ თქვენ გადაგიღოთ სურათი. მე არ მოვდივარ თქვენს სახლში, არ გაღვიძებთ და არ ვიღებ თქვენ სურათებს'"
ფანებმა პირველად შეამჩნიეს რომ ჯასტინი გაზრდილი იყო მაშინ როცა წინა მარტს, სურათი გავრცელდა ინტერნეტში სადაც ჯასტინი შუა თითს უწევს რეპორტიორებს. ეს სურათი ნებისმიერი ადამიანისათვის არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ჩვენ ჯერ უნდა განვიხილოთ ის ფაქტი რომ ჯასტინი 18 წლისაც კი არ იყო. და ალბათ ამის გამო ჯასტინს ახალგაზრდა ფანებმა ვერ გაუგეს. "ალბათ არ უნდა გამეკეთებინა ასე." – ამბობს ჯასტინი, ხსნის რომ ის და მისი შეყვარებული სადილად იყვნენ გასული, და ჯასტინის 17 წლის შესრულებას აღნიშნავდნენ, როცა პაპარაცებმა ყველაფერი ჩაშალეს. (მან მოგვიანებით თვითერის საშვალებით ბოდიშიც მოიხადა და დაპირდა ფანებს რომ ეს აღარ განმეორდებოდა) "ეს იყო ის რაც იყო. მე არ ვმალავ ამას არავისგან. მე ვარ ის ვინც ვარ, და მე არ ვარ უნაკლო. მე არ მინდა ბავშვებზე ცუდი შთაბეჭდილება დავტოვო. და თუ ისინი ჩემგან ისწავლიან, ეს არ არის კარგი”
მისი პრობლემა ყოველთვის ექტრაორდინალურობა არ ყოფილა. სკუტერ ბრაუნი იხსენებს ისტორიას როცა ჯასტინი ვეგასის ერთ–ერთ სკოლაში, ელაპარაკებოდა ბავშვებს, და უთხრა რომ მას უწევდა ტანსაცმლის მოპარვა, რადგან არ ქონდა საშვალება ახლები შეეძინა. ბიბერის ბავშვობა კარგად არის აღწერილი. მის დედას ყავდა ჯასტინი 17 წლის ასაკში, მალევე, ჯასტინის დედა და მამა გაეყარნენ. "მათ ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ, მაგრამ ეს მართლაც რთული იყო ორივესთვის" – ამბობს ჯასტინი. "ისინი ურთიერთობის გამოსწორებაზე ფიქრობდნენ, და თან ამდროს ბავშვის აღზრდა რთული გამოდგა მათთვის. მე ამან გამაძლიერა. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ჩემს ადგილას ცხოვრებას ვერ შეძლებდა იმიტომ რომ დამიჯერეთ ძალიან დიდი ტვირთია"
ამ ტვირთის ნაწილი კრიტიკის მიღებაც არის. იმის მიუხედავად რომ ის უარყოფს ბავშვის მამობას, რომელსაც 20 წლის ქალი, კალიფორნიიდან, აბრალებს. ქალი ამბობს რომ ლოს–ანჯელესში კონცერტის მერე მოხდა ყველაფერი. მაგრამ ჯასტინი ამაზე უბრალოდ იცინის, და არამარტო ამაზე, სხვა 'ჭორებზეც' რასაც მასზე წერენ. მაგალითად: ჯასტინ ბიბერი ჰელიუმს სუნთქავს რომ მაღალ ნოტებს მიაღწიოს. ან ჯასტინ ბიბერი ნარკოტიკებს იღებს რაც მას ეხმარება ახალგაზრდად ყოფნაში. "დიახ, დიახ, მე 40 წლის გადაცმული კაცი ვარ" ამბობს ის ღიმილით. როდესაც კითხეს ჟურნალ V–ის ინტერვიუს კრიტიკაზე, რაზეც კრიტიკოსები ამბობენ რომ 'იმის მიუხედავად რომ ჯასტინ ბიბერი ქალურად გამოიყურება, ის წყნარად უცხადებს უარყოფას ამას' "ყველა ბიჭს აქვს რაღაც ქალური თვისება" – ამბობს ჯასტინი. "მაშინ როცა, შენ დედამ და მამამ გაგზარდა მე მხოლოდ დედა მივლიდა. მაგრამ მე ვფიქრობ ჩემი ცხოვრება კარგად მიდის, ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს სხვა რას ფიქრობს?"
რაც არ უნდა სცადო ვერაფრით ვერ დამალავ იმ ფაქტს რომ ბიბერი თავდაჯერებულია – რაც მთავარია არასდროს არაფერს ნებდება – ახალგაზრდა კაცი. მამამისი ყოფილი MMA–ის მოთამაშეა, და ჯასტინი მისთავს დიდ ფანს უწოდებს ბოქსიორი Floyd Mayweather–ის. "არ აქვს მნიშვნელობა რამის გაკეთებას, თუ არ მეცოდინება რომ ყველაფერი ამის შემდეგ საუკეთესო ვიქნები" ამბობს ბიბერი. "მე დავთმე პირადი ცხოვრება. მე დავთმე ჩემი მეგობრები და ოჯახი, იმისათვის რომ ვაკეთო რაც მიყვარს, და ჩემი ფანები გავაბედნიერო. რატომ დავთმობდი ამდენს, თუ მხოლოდ 'კიდევ ერთი მომღერალი' ვიქნები ყოველთვის?"
ზუსტად ამიტომ ბიბერი უფრო დიდხანს გაძლებს ვიდრე სხვა თინეიჯერი პოპვარსკვლავები. "როცა რამე ახალს ვუშვებ მე მინდა ის იყოს საუკეთესო," – ამბობს ჯასტინი. "როცა მე ჩემს სუნამოს ვუშვებ, მე მინდა ის იყოს ნომერი პირველი სუნამო; მე არ მინდა იმას უბრალოდ 'მეცხრე საუკეთესო გაყიდვადი სუნამოს' სტატუსი ქონდეს. ჩემმა საშობაო ალბომმა მთელს სამყაროში ოქროს წოდება მიიღო (double-platinum). საშობაო ალბომები არ არიან ასე წარმატებულნი, ჩემი იყო. მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი ჩემთვის"
"ის ძალიან კონკურენტუნარიანია, როცა საქმე მაიკლ ჯექსონს ეხება" – სკუტერ ბრაუნი ამბობს. "ის ხედავს სხვა მისნაირ მომღელებს მეგობრებად არა კონკურენტებად. როცა ის ფიქრობს თუ ვის უნდა 'დაეწიოს' და ვინ არის ყურადღების გარემოცვაში, ჩვენ მხოლოდ მაიკლ ჯექსონზე ვსაუბრობთ. თუმცა ჩვენ მხოლოდ მაიკლ ჯექსონს ვსაუბრობთ თითქმის ყოველდღე!" ახლახანს, ჯექსონების ოჯახმა სპეციალურად თხოვა ბიბერს რომ MJ–ის საპატივცემულოდ გამართულ Hollywood Walk of Fame–ის ცერემონიას დასწრებოდა. ბიბერი ამას მის კარიერაში ყველაზე უდიდეს შემთხვევად მიიჩნევს. "სიგიჟე იყო." – ამბობს ის. "ძალიან დიდი პატივი იყო იქ ყოფნა, და მისი დედის და ქალიშვილის გაცნობა" კიდევ უფრო სიგიჟე იყო ჯექსონის შვილის, პარისის, სიტყვები ჯასტინს "მე ვფიქრობ მამას მოუნდებოდა შენი მასწავლებელი ყოფილიყო"
დღე როდესაც, შენს iPod–ში ჯასტინ ბიბერის სიმღერის ქონა 'სასიამოვნო დანაშაულად' (guilty pleasure) აღარ ჩაითვლება, სულ მალე დადგება! "როგორც უფროსები, ჩვენ ვფიქრობთ იმ ცვლილებაზე როცა შენ იწყებ შენს ცხოვრებას 'ახალგაზრდა კაცის' სტატუსით" – ამბობს ბრაუნი. "ის [ჯასტინი] იქნება ამ როლში. ჯერ–ჯერობით არ ვფიქრობ რომ რამის გაკეთებაა საჭირო. ერთადერთი რამ რასაც სულ ვეუბნები არის ის რომ, 'არ იჩქარო მოზარდთა საზოგადოების 'მოთაფლვლა' და არც ცადო თავის 'უკვე გაზრდილად' წარმოჩენა. უბრალოდ იყავი 18ის – და ხალხი გაგიგებს შენ" მაგრამ როგორც არ უნდა გაამხნევოს სკუტერმა ჯეიბი, ეს მაინც არ ნიშნავს იმას რომ ჯასტინი მასშტაბს შეუცვლის მის დიდებულ ოცნებას.
"არაჩვეულებრივი ისაა რომ ის კანადელია" – ბრაუნი ამბობს, იქამდე სანამ სტუდიაში დაბრუნდება. "იმიტომ რომ მე მხოლოდ ეხა გავიგე რომ კანადა დიდი ბრიტანეთის პროვინციაა. ასე რომ, ინგლისის დედოფალი არის დედოფალი კანადაში, თუ ჯასტინი ასე კარგი კარიერით გააგრძელებს, მას შეუძლია იყოს რაინდი. მას შეუძლია იყოს სერ ჯასტინი" – ხუმრობით ამბობს სკუტერი.
ბიბერი ალბათ ჯერ 'რაინდობისათვის' მზად არ არის, მაგრამ მან უკვე დაიწყო იმის გაცნობიერება რასაც სკუტერი ამდენ ხანს ეუბნებოდა: "შენ არ ხარ ნორმალური ბავშვი". "მე მზად ვარ" ამბობს ჯასტინი. "მე ვიფქრობ რომ ჩემი მოვალეობაა ვიყო საუკეთესო. თუ მე საშინელი მუსიკის შექმნას დავიწყებ, არ მექნება იმის იმედი რომ ხალხს მოვეწონები. თუ კარგ მუსიკას ვქმნი მაშინ არ ექნება ხალხს ჩემი 'არმოწონების' მიზეზი. მაგრამ აი ზუსტად ეს მტკენს გულს. ხალხმა უნდა მომცეს შანსი და მოუსმინოს. თუ არ უნდათ რომ შანსი მომცენ, მაშინ არ ვიცი. ეს ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა იქნება, რომ შევძლო და ვაგრძნობინო მათ რომ ჩემი მუსიკის მოსმენა 'სიგოიმე' არ არის."
ჯასტინი ამბობს რომ როცა გაიზრდება უნდა კიდევ უფრო მეტი ტატუ გაიკეთოს. ის იწევს მაისურს და გვანახებს მის თოლიის ტატუს, ბარძაყზე, რომელიც რიჩარდ ბახის მოთხრობის 'თოლია ჯონათან ლივინგსტონი'–ის გამო გაიკეთა. მის მთელმა ოჯახმა გაიკეთა ასეთი ტატუ როცა თვითონ ჯასტინი 16 წლის იყო. "მათ ყველამ მაჯაზე გაიკეთეს, მაგრამ მე სხვა ადგილას მინდოდა" – ამბობს ის. "მოთხრობა არის თოლიაზე რომელსაც უნდოდა ყოფილიყო იმაზე მეტი ვიდრე უბრალოდ თოლია. მე ვცდილობ ვიყო იმაზე მეტი ვიდრე უბრალო ადამიანი. მე ვცდილობ ვიყო ექსტრავაგანტული" ბავშვურია? არცისე


წყარო: Justin Bieber Georgian Fans


თქვენ თუ ამდენი წიკითხეთ ყოჩაღ თქვენ :
კატეგორია: News | ნანახია: 994 | დაამატა: ♥Teo♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
3. Eto♥(Smile) (etuna etuna(20:25 ოთხშაბათი)
radikal.ru-dan atvirte fotoebii
2. ♥Teo♥ (Teo Katsitadze(20:25 ოთხშაბათი)
eto martla gavadidee 2000 miveci zomashiii ai martla geubnebiii ramdeni mivcee?
1. Eto♥(Smile) (etuna etuna(20:23 ოთხშაბათი)
teo es aris gavadideoo???
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
♥ მინი პროფილი
გამარჯობა: Guest




მომხმარებლების სია

Eto♥(Smile)
null

nullსიახლეები: 488
nullკომენტარები: 316
nullრეპუტაცია: 1


Ãnna
null

nullსიახლეები: 413
nullკომენტარები: 248
nullრეპუტაცია: 3


Lelee
null

nullსიახლეები: 120
nullკომენტარები: 212
nullრეპუტაცია: 1


kisa
null

nullსიახლეები: 77
nullკომენტარები: 119
nullრეპუტაცია: 0


✿Nicki✿
null

nullსიახლეები: 49
nullკომენტარები: 21
nullრეპუტაცია: 0

სტატისტიკა
www.wsa.ge
TOP სიახლეები ♥
[03.01.2013][სხვა...]
ლამაზი ფრაზები მეგობრობაზე ♥ (1)
[14.03.2012][სხვა...]
მაგდონალდი (7)
[24.04.2012][სხვა...]
ყველაფერი 1D-ზე (3)
[10.03.2012][სურათები]
აიპადი (6)
[03.06.2012][ფილმები]
კონკიას ამბავი 3 / A Cinderella Story (0)
[29.05.2012][სურათები]
მოძრავი სურათები:) (2)
[23.03.2012][ანიმაციები]
animaciebi (1)
[11.05.2012][სხვა...]
Illuminati celebs (13)
[13.03.2012][ბიოგრაფიები]
ჯეიდენ სმიტის ბიოგრაფია <3 (1)
[09.07.2012][სხვა...]
Pyjama Party <3 (3)
სტატისტიკა ♥

სულ ონლაინში: 33
სტუმარი: 33
მომხმარებელი: 0
Site Share <3
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz