რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით და სკანდალებიც არასოდეს აკლია.ბოლო დროინდელ ფაქტს,როდესაც მას ფქვილი შეაყარეს საზოგადოების თავლწინ კიდევ ერთი არასასიამოვნო მომენტი შეემატა.კარდაშიანი სტუდიაში შავ, მჭიდრო ტყავის კაბაში გამოწყობილი მივიდა. მაგრამ ეთერში გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ელვა შესაკრავმა ვერ გაუძლო და თავისით გაიხსნა, ელვის თავი კი გატყდა. შედეგად კიმის კაბა პროფესიონალმა მოდელიორებმა, რომელბიც შოუს თანამშრომლები გახლავთ, „განაახლეს" და ვარსკვლავიც დროულად შეუერთდა შოუს.აღსანიშნავია, რომ ამ არასასიამოვნო ინცინდენტს კარდაშიანი სულაც არ შეუწუხებია. მან სოციალური ქსელით „დაზარალებული" კაბის სურათებიც კი გაავრცელა.
|