27 წლის ამერიკელმა მომღერალმა ქეითი პერიმ, საკუთარი ფილმის გადაღებაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც ავტობიოგრაფიული სახის იქნება (ჯასტინ ბიბერის Never Say Never-ის მსგავსად). შინაარსობრივად დატვირთული იქნება საგასტროლე ტურნეებიდან ამოღებული კადრებითა და მისი კადრს მიღმა ცხოვრებით: თუ როგორ ერთობა, რას აკეთებს თავისუფალ დროს, როგორ გარემოში წერს სიმღერას, ხვდება ფანებს და სხვა. რაც ყველაზე მთავარია, ქეითი თავად გვიამბობს თუ როგორ მიაღწია საეკლესიო გუნდში სიმღერიდან დიდ სცენამდე. "მე დავიწყე სიმღერა ეკლესიაში და მე არასდროს მქონია სხვა გეგმა."