ქეითი ფერიმ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ მისი პირველი სინგლი - ”PART OF ME”, რომელიც მომღერლის ახალი ალბომიდან გახლავთ რასელ ბრენდს არ ეძღვნება.
”PART OF ME” მომღერლის მსენელმა გრემის დაჯილდოვების ცერემონიალზე მოისმინა და უმალვე გაჰიტდა. რამდენიმე საათში ის ბილბორდის ჩარტის სათავეში მოხვდა, მაგრამ ამავდროულად დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია ფანებში. ყველა ფიქრობდა, რომ ეს კომპოზიცია ქეითიმ სპეციალურად რასელისთვის დაწერა თუმცა სულაც არა. ” მე ის 2 წლის წინ დავწერე , სასაცილოა, რადგან ყველა ამბობს, თითქოს ახალია ” - განუცხადა ქეითიმ MTV-ის.
ფაქტი ერთია ქეიტი ფერი განაგრძობს დიდებისკენ სვლას, აი რასელ ბრენდის საქმე კი არც თუ ისე კარგად არის. ცნობილი კომიკოსი ბოლო პერიოდში ალკოჰოლს მიეძალა და სამართალდამცველებთან პრობლემებიც შეექმნა.
|