22 წლის ამერიკელი მსახიობის კრისტენ სტიუარტის მორიგი ფოტოსესია ამერიკული Elle-ს ივნისის ნომრისთვის გაიმართა. 'Twilight'-ის შემდეგ მსახიობმა ახალ ფილმზე "Snow White and the Huntsman" დაიწყო მუშაობა, რომელშიც ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. კრისტენმა Elle-ს განუცხადა, რომ ფილმის გადაღებები მისთვის საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. ფოტოსესია, რომელშიც კრისტენმა მისი ზღაპრული სტილი წარმოაჩინა ფოტოგრაფმა Tom Munro-მ გამართა.