კომპანია Live Nation-მა რომელიც ყიდის Lady Gaga-ს ახალი მსოფლიო ტურსი "The Born This Way Ball"-ის ბილეთებს იტყობინება რომ ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში ჰონგკონგში დაგეგმილი ოთხივე საკონცერტო დღის ყველა ბილეთი გაყიდულია! ჰონგკონგში თავდაპირველად დაგეგმილი იყო ერთი საკონცერტო დღე იმის გამო რომ ბილეთები მალევე გაიყიდა და ხალხი დარჩა ბილეთების გარეშე გაგას ჯგუფმა დაამატა ორი ახალი დამატებითი თარიღი რომელიც მალევე გაიყდა და რამოდნიმე დღის წინ კიდევ ერთი დამატებითი თარიღი გახდა ცნობილი რომელის ბილეთებიც 2 საათში გაიყიდა (მეოთხე საკონცერტ დღის ბილეთები 9 მარტს ჩაეშვა გაყიდვაში)! გაგა გახდა პირელი საერთაშორისო ვარსკვლავი რომლის 4 შოუს ბილეთები ჰონგკონგში წარმოუდგენელი სისწრაფით ბოლომდე გაიყიდა!
გაგა ამ ფაქტს ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა:
"Woooooh! ჩვენ კიდევ დავამატეთ მეოთხე საკონცერტო თარიღი ჰონგკონგში რადგან ბილეთები წარმოუდგენელი სისწრაფით გაიყიდა! მადლობა მონსტრებო! ძალიან მალე!"
ტური ჯერ კიდევ არ დაწყებულა და უკვე 14 საკონცერტო თარიღის ყველა ბილეთი გაყიდულია! გაგას ახალი მსოფლიო ტური მართლაც რომ ძალიან დიდი და წარმოუდგენელი იქნება! შეგახსენებთ რომ ტური ოფიციალურად 2012 წლის 27 აპრილს იწყბეა სამხრეთ კორეის ქალაქ სეულიდან!