ინტერნეტში გამოქვეყნდა ფილმის „ლიზი და დიკის“ პირველი ოფიციალური კადრი, სადაც ლინდსი ლოჰანი განასახიერებს ელიზაბეტ ტეილორს, ხოლო ახალზელანდიელი მსახიობი გრანტ ბოულერი გარდაისახება რიჩარდ ბერტონად.შეგახსენებთ, რომ ფილმის სიუჟეტი ვითარდება ელიზაბეტ ტეილორისა და რიჩარდ ბერტონის ურთიერთობათა გარშემო.
ეს წყვილი ორჯერ დაქორწინდა და გაეყარა. ერთად მათ ითამაშეს 10–ზე მეტ ფილმში, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია „კლეოპატრა“ და „ჭირვეულის მორჯულება“ლოჰანის და ბოულერის კოლეგები აცხადებენ, რომ გადამღებ მოედანზე პირდაპირ იგრძნობოდა სექსუალური მიზიდულობა მათ შორის. სწორედ ეს „ქიმია“ ტესტურ გადაღებებზე გახდა გადამწყვეტი ფაქტორი მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებლის არჩევის დროს.