ტრანსფორმერების' ყოფილმა ვარსკვლავმა მეგან ფოქსმა ბოლო ინტერვიუში, რომელიც ჟურნალ
Cosmopolitan-ში გამოქვეყნდა, გამოაცხადა, რომ სურს დედა გახდეს. მსახიობის ბედნიერი ქმარი - ბრაიან
ოსტინ გრინი სულაც არ არის წინააღმდეგი. 'მე მინდა რომ ისინი ორზე ნაკლები არ იყვნენ, შეიძლება
სამიც... მე ყოველთვის ძლიერი დედობრივი ინსტიქტი მქონდა. მე შინაური ცხოველი ვარ და არა
გარეული'. 25 წლის მეგან ფოქსი უკვე შვიდი წელია ოსტინთან ერთად არის და ეხმარება მას 9 წლის ვაჟის
აღზრდაში.
|