ლინდსი ლოჰანი მორიგ უსიამოვნებაში გაეხვია და ამის მიზეზი კვლავ ავტომობილი გახდა. პარასკევს საღამოს მსოფლიო პრესაში დაიწერა, რომ მსახიობი ლოს-ანჟელესის საავადმყოფოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ მოათავსეს. ვარსკვლავი თავისი შავი „პორშეთი" გადაადგილდებოდა, როდესაც მანქანა საბარგო ავტომობილს შეეჯახა.
პორტალ „TMZ"-ის ცნობით, ლოჰანის „პორშეს" ბამპერი მოსძვრა, ხოლო მგზავრის მხარეს მდებარე მინა ჩაიმსხვრა. შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარება მივიდა, თუმცა საავადმყოფოსკენ ლინდსი თავისი ფეხით გაემართა. მსახიობის წარმომადგენელმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ლოჰანი თავს კარგად გრძნობს. ის კლინიკიდან ორი საათის შემდეგ გაწერეს და გოგონა უკვე სამუშაოსაც კი დაუბრუნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლინდსი გადასაღებ მოედანზე მიდიოდა.
ის ამჯერად სატელევიზიო პროექტში მონაწილეობს, რომელიც ელიზაბეტ ტეილორის ცხოვრებას შეეხება. ვარსკვლავისგან განსხვავებით, მისი მანქანა სერიოზულად დაზიანდა. შეგახსენებთ, რომ ლოჰანი მსგავს სიტუაციაში პირველად არ იმყოფება.