მთავარი » 2012»მარტი»22 » ნიკი მინაჟი ჟურნალი ''Complex''-ის ახალი ნომრის გარეკანზე.
20:51
ნიკი მინაჟი ჟურნალი ''Complex''-ის ახალი ნომრის გარეკანზე.
ნიკი მინაჟი ჟურნალი ''Complex''-ის ახალი ნომრის გარეკანზე.
ნიკი მინაჟმა მონაწილეობა მიიღო ჟურნალი "Complex"-ის ახალი აპრილი/მაისის ნომრის გამართულ ფოტოსესიაში. ცნობილია, რომ ჟურნალს ახლახანს 10 წელი შეუსრულდა, სწორედ ამის აღსანიშნავად ჟურნალის ახალ ნომერში ბევრ ცნობილ სელებრითებს ვიხილავთ, როგორებიც არიან: ჯასტინ ბიბერი, ნიკი მინაჟი და სხვა. ფოტოსესია ამერიკელმა ფოტოგრაფმა კრისტიან ანვანდერმა გადაიღო, მომღერალის იმიჯზე, სტილზე და მაკაიაჟზე ცნობილმა სტილისტმა როუზ გარსიამ იმუშავა.
ნიკიმ ინტერვიუში მის ახალ ალბომზე და ახალ მუსიკალურ სტილზე ისაუბრა, მან განაცხადა, რომ ახალი ალბომი ''Pink Friday: Roman Reloaded'', ძალიან განსხვავებული იქნება მისი პირველი სტუდიური ალბომიდან ''Pink Friday''.
''მე მხოლოდ ჩემი ნამდვილი ფანები მიგებენ, მართალია ამ ბოლო დროს ხალხისგან დიდ აგრესიას ვხედავ, რადგან ჩემი მუსიკალური სტილი ცოტათი შეიცვალა, ვერ ვიტან ერთფეროვნებას, ყოველთვის ვცდილობ, რომ რაღაც ახალი და განსხვავებული მუსიკა გავაკეთო, რომელიც ხალხს გააოცებს და აღაფრთოვანებს, მაგრამ ბევრი ამ ყველაფერს ძალიან უარყოფითად აღიქვამს.''