ნინა დობრევის ▌√ ბიოგრაფია ,
√
ფილმოგრაფია ♥ ძალიან საინტერესოა .
დაბადების სახელი : ნინა კონსტანტინოვა დობრევა დაბადების ადგილი : სოფია, ბულგარეთი დაიბადა : 9 იანვარი, 1989 შემოქმედების წლები : 2006 - დღემდე
( √ ბიოგრაფია )
ბულგარელი მსახიობი და მოდელი. მან შეასრულა მარტოხელა თინეიჯერი დედის როლი სერიალში Degrassi: The Next Generation 6-9 სეზონებში. მსახიობი ამჟამად თამაშობს ორ პერსონაჟს ელენა გილბერტს და კატერინს პირსს The CW-ის სერიალში ვამპირის დღიურები.
ნინა გადავიდა საცხოვრებლად კანადაში, როცა ის იყო 2 წლის. ის გაიზარდა ტორონტოში. მსახიობი საუბრობს ინგლისურ,ფრანგულ და ბულგარულ ენებზე. ნინას ჰყავს უმცროსი ძმა ალექსანდერი, დედა - პროფესიით მსახიობი და მამა — პროფესიით კომპიუტერის სპეციალისტი. მსახიობმა დაამთავრა საშუალო სკოლა,სადაც სწავლობდა ბალეტს და მხატვრულ ტანვარჯიშს. შემდგომ ის სწავლობდა სოციოლოგიას Ryerson University-ში. ნინამ
2008 წელს დატოვა უნივერსიტეტი, რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა.
სამოდელო კარიერამ ნინას გზა გაუხსნა მსახიობობისკენ. მან ითამაშა ფილმებში Fugitive Pieces, Away from Her, Never Cry Werewolf და სერიალში Degrassi: The Next Generation. ნინა 2009 წლიდან თამაშობს მთავარ როლს The CW-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის ასრულებს ორ სრულიად განსხვავებულს პერსონაჟს .
კატერინს პირსს, ვამპირს რომელიც უყვარდა ორ ძმას ამერიკული სამოქალაქო ომის დროს და ელენა გილბერტს, კატერინას ორეულს, რომელიც უყვარს იგივე ძმებს, ახლა უკვე ვამპირებს დეიმონ და სტეფან სალვატორებს. 2011 წლის აპრილში ნინა დაამტკიცეს ფილმში The Perks of Being a Wallflower ემა ვოტსონთან ერთად.
√ ნინა დიობრევის სრული ფილმოგრაფია
|