წმ. ნინოს „ცხოვრება" ჩვენამდე სხვადასხვა რედაქციებით არის მოღწეული. ძირითადი რედაქციებია შატბერდული (X ს.), ჭელიშური (XIV ს.)[Allstarsnews.ucoz.com]და სინური (X ს.).[3][4] გარდა ამისა, ნინოს ცხოვრების განსხვავებული რედაქცია არის ჩართული საისტორიო თხზულებაში – „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა" („ქართლის ცხოვრება"), სადაც თხრობა, განსხვავებით „მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს რედაქციებისაგან, მესამე პირში მიმდინარეობს.
XII საუკუნის დასაწყისში არსენ ბერმა (შესაძლოა ეს იყოს არსენ იყალთოელი) შექმნა წმ, ნინოს „ცხოვრების" მეტაფრასული რედაქცია, ხოლო XIII საუკუნეში ანონიმი ავტორის მიერ შეიქმნა მისი პერიფრაზირებული ვერსია.[5]
ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, ამ რედაქციათაგან უპირატესობა „მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს სამ (შატბერდული, ჭელიშური, სინური) რედაქციას და „ ქართლის ცხოვრებისეულ" რედაქციას ენიჭება, ხოლო არსენ ბერის და ანონიმის რედაქციებს, უფრო მეტად, ლიტერატურათმცოდენეობითი მნიშვნელობა აქვთ.
სულ ახლახანს გამოიცა წმ, „ნინოს ცხოვრების" ახალქართული თარგმანი (პარალელური ძველი ტექსტითურთ), რომელიც, უმთავრესად, შატბერდულ ვერსიას ეფუძნება, ხოლ ნაკლული ადგილები სინური და ჭელიშური ვერსიებიდან არის შევსებული.