რა ეცვათ ვარსკვლავებს ”ოსკარზე”
გუშინ
ლოს-ანჟელესში „ოსკარის" 84-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ცნობილი
მსახიობები, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ესტუმრნენ ამერიკას, რომ
დასწრებოდნენ წლის უმნიშვნელოვანეს კინო-მოვლენას. ყველასათვის უკვე
ცნობილია გამარჯვებულთა ვინაობა. არანაკლებ საინტერესოა, ვარსკვლავების
ჩაცმულობა, რაზეც უდიდესი დრო და ენერგია ეხარჯებათ ცნობილ კუტურიეებს.
მამაკაცები ერთმანეთისგან ჩაცმულობით, დიდად არ გამოირჩეოდნენ და მათი
სმოკინგები თითქმის იდენტური იყო.
.
ქალბატონები მათგან განსხვავებით, ულამაზესი კაბებით ახდენდნენ საკუთარი
მშვენიერი სხეულების დემონსტრირებას. ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ჩაცმულობად
ანჯელინა ჯოლის საღამოს კაბა იქცა. შავი კაბის ელეგანტური ჭრილი ხაზს
უსვამდა მსახიობის ფეხების მშვენიერებას. ანჯელინას შემხედვარეს, ძნელია
იფიქრო, რომ ის ექვსი შვილის დედაა. არანაკლებ ელეგანტურად გამოიყურებოდა
მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი, რომელიც წითელ ხალიჩაზე
ნაკეცებიანი, ზურგამოჭრილი, გრძელშლეიფიანი კაბით წარსდგა. კასპერ
სმარტთან ურთიერთობის შემდეგ, ჯენიფერი ძლიერ გაიფურჩქნა.
მსახიობმა
პენელოპა კრუსმა ღიღილოსფერი კაბით, თავის ქალურ ფორმებს გაუსვა ხაზი.
გვინეტ პელტროუმ არჩევანი კრისტალურად თეთრ კაბაზე შეაჩერა. მსახიობის
მოკრძალებული ჩაცმულობა სრულად ერწყმოდა მის ვარცხნილობას. სტუმარი
ქალების დიდმა ნაწილმა კორსეტიანი კაბა მოირგო, რომელთა რიცხვშიც შედიან:
ნატალი პორტმანი, ჯესიკა ჩესტეინი, კამერონ დიასი და მიშელ ვილიამსი.
|