Angelina Jolie-მ სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. Channel 4 News-სთვის მიცემულ ინტერვიუში სექსუალურმა მსახიობმა აღნიშნა, რომ სურს ოჯახსა და ბავშვებს უფრო მეტი დრო დაუთმოს. სწორედ ეს გახლავთ მისი გადაწყვეტილების მიზეზი.
როგორც ცნობილია Jolie კიდევ რამდენიმე ფილმში მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნება ” Maleficent”, რომლის კინოეკრანებზე გამოსვლაც 2014 წლისთვის არის დაგეგმილი.
კინოდან წასვლის შესახებ Angelina და Brad-ი გასულ წელსაც საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ რეჟისორობითა და საპროდიუსერო საქმიანობით აპირებდნენ დაკავებას.
როგორც ჩანს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ჰოლივუდურმა წყვილმა იმ ასაკს მიაღწია, როდესაც პენსიაზე გასვლის დრო დგება და ოჯახი პირველ პლანზე გადმოდის. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია Angelina Jolie-მ მსახიობობას სამზარეულოში ფუსფუსი არჩია
|