რიანასა და ეშტონ კატჩერს ბევრი საერთო აქვთ: ორივე მათგანის პირადი ცხოვრება გახდა ფართო საზოგადოების განხილვის თემა, მათ შესახებ უამრავი ჭორი დადიოდა, რომლებიც ისევ და ისევ პირად ცხოვრებასა და სასიყვარულო ურთიერთობებს შეეხებოდა, რიანამ განიცადა მტკივნეული (ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით) დაშორება კრის ბრაუნთან, არანაკლებ სკანდალური იყო დემი მურისა და ეშტონ კატჩერის დაშორებაც. გუშინ, 21 მარტს რიანა დააფიქსირეს დილის 4 საათზე ლოს-ანჟელესში მდებარე ეშტონ კატჩერის სახლის დატოვებისას, რამაც ბუნებრივია, ეჭვები აღძრა. სულ ახლახანს ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ რომ რიანამ აპატია კრის ბრაუნს წარსულის შეცდომები და ისინი ურთიერთობის განახლებას აპირებდნენ, თუმცა იმ ფაქტმა, რომ რირი დილის 4 საათზე ეშტონის სახლს ტოვებდა, სულ სხვა ჭორები წამოწია წინა პლანზე.
შეგახსენებთ რომ ეშტონ კატჩერი და დემი მური ოფიციალურად არ არიან გაყრილები, თუმცა ეშტონი უკვე სხვა გოგოებს ხვდება.