სახლი სერიალიდან „ვამპირის დღიურები“ გამოტანილია გასაყიდად. ის სამივე სეზონის განმავლობაში წარმოადგენდა გადაღებების ძირითად ადგილს. როგორც იუწყება გამომცემლობა The Hollywood Reporter 1921 წელს აშენებული შენობა იყიდება 450 ათას დოლარად. ღირებულებაში შედის აგრეთვე 200 კვადრატული მეტრი მიწაც. ვამპირების სახლი მდებარეობს ჯორჯიის შტატის ქალაქ გოვინგტონში.