ჰოლივუდში ნამდვილი საქორწინო ბუმია-ვერ მოასწრეს წესიერად ანჯელინას და ბრედის ქორწინების შედარება ჯენიფერ ენისტონის შესაძლო შეუღლებსთან ჯასტინ ტერუსთან, რომ ყველას ახალი საბაბი მიეცათ საჭორაოდ-19 წლის მაილი საირუსი რამოდნეიმე კვირის წინ 3წლიანი ურთიერთობის შემდეგ ლიამ ჰემსვორთზე დაინიშნა.
რათქმაუნდა ამ ამბავს ჯერ გაოცება მოყვა, შემდეგ აღატცება და ბოლოს გარდაუვალი ჭორები. მოკლედ ზოგიერთი ინფორმაციით მაილი ფეხმძიმობის გამო აჩქარებდა ქორწინებას, ზოი ამბობდა რომ ამით ოჯახის წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი და ერთ კვირაში ტაბლოიდებმა რამოდენიმეჯერ უკვე დააქორწინეს და დააშორეს წყვილი.
სამაგიეროდ რეალური ინფორმაციაც მოხვდა მედიაში და გავიგეთ, რომ ქორწილი სავარაუდოდ ზაფხულში იგეგმება. როგორც ჩანს ლიამს ერთი სული აქვს როდის გაყოფს თავ „უღელში" რადგან ავსტრალიელი მსახიობების დაჯილდოვების ცერემონიაზე ( Australians in Film Awards) საზეიმო სიტყვის წარმოთქმისას შემთხვევით წამოცდა „ძალიან მიხარია რომ ქასთინგი გავიარე „უკანასკნელ სიმღერაზე" ჩემ საცოლესთან ერთად. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა გადაღებებზე და ახლა ცოლ-ქმარი ვართ."
ლიამმა მალევე გამოასწორა შეცდომა და დაამატა „ჯერ არა მაგრამ მალე ვიქნებით. აუცილებლად."
რაც შეეხება ზაფხულის ქორწილს ის სავარაუდოდ მომავალ წელს იქნება მაილის ახალი ალბომის გამოსვლის შემდეგ. ორგანიზებაში მაილი დედა ტიშიცაა ჩართული და ყველა სუნდა ქორწილი ორიგინალური და გამორჩეული გამოვიდეს. ახალგაზრდა წყვილს მხარს ოჯახებიც უჭერენ ამ გადაწყვეტილებაში, ბილ რეი საირუსმა აქო და აქო ლიამი როგორც „მიზანმიმართული ახალგაზრდა, ბრწყინვალე მომავალით", ლიამის ოჯახიდან კი კრის ჰემსორი ლიამის უფროსი ძმა და ცნობილი მსახიობი თუმცა კი გაოცებული დარჩა ამ გადაწყვეტილებით ძმას მხარს უჭერს და აცხადებს რომ „მაილი დიდი ხანია მათი ოჯახის წევრია, ეს კი უბრალოდ ფორმალობა იქნება."
ლიამის უფროსმა ძმამ, ლუკმა რომელიც ასევე მსახიობია მაილი ახსენა ინტერვიუში: "ის გასაოცარია. ჩემ შვილებს ის ძალიან უყვართ, საინტერესო პიროვნებაა, აზრებს ყოველთვის კონკრეტულ ფორმულირებას აძლევს. შინაგანად უფრო უფროსია ვიდრე გარეგნულად. მაგრამ ამავდროულად ძალიან გავს ლიამს. ზოგიერთი ვერც კი აცნობიერებს როგორ იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს რადგანც არ უნახავთ როცა მარტოები არიან. ისინი ძალიან, ძალიან არიან შეყვარებულები."
რათქმაუნდა ფეხმძიმობის ჭორებს ვერავინ აცდა და მას შემდეგ რაც ყველამ დაინახა რომ მაილის ფიგურაზე კვალიც კი არ ეტყობა „მოლოდინის" ახალი ჭორები გაავრცელეს ვითომ მაილის ერთი სული აქვს ბავშვები გააჩინოს და ეს ქორწილის შემდეგ მალევე მოხდება თუმცა თავად ვარსკვლავები ამას უარყოფენ რადგან ფიქრობენ რომ ამისთვის ზედმეტად ახალგაზრდები არიან.
თუმცა რა ჭორებიც არ უნდა გაავრცელონ ახალგაზრდა წყვილი ტკბება ურთიერთობების ახალი ეტაპით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის ემზადება. თუმცა როგორც ლიამმა თქვა ისინი უკვე რამოდენიმე ხანია ოჯახური წყვილივით იქცევიან, ერთად ცხოვრობენ, დადიან საყიდლებზე და ცდილობენ მთელი თავისუფალი დრო ერთმანეთს დაუთმონ.
|