სელენა ახალ ფილმში: ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
სელენა ჯენდი ნელსონის რომანის 'The Sky is Everywhere' ეკრანიზაციაში
მთავარ როლს შეასრულებს. სელენა 17 წლის ლენი უოკერს ითამაშებს რომელიც
მთელ დღეს წიგნის კითხვაში ატარებს და თავისი დის ბეილის ჩრდილში თავს
ჩინებულად გრძნობს. როდესაც მისი და უეცრად გარდაიცვლება ლენი მისთვის
უჩვეულო მოვლენების ცენტრში ხვდება. მას ერთდროულად ორი მეგობარი
უჩნდება–ბეილის ბოიფრენდი, რომელიც ლენისავით განიცდის მის სიკვდილს და
პარიზიდან ჩამოსული ბიჭი. მის შინაგან სამყაროს საფრთხე ემუქრება, რადგან
ის ცდილობს ორივესთან ჰქონდეს ურთიერთობა ვინ იქნებიან სელენას პარტნიორები ჯერ ცნობილი არ არის.