19 წლის მომხიბვლელი მომღერალი, სელენა გომეზია Cosmopolitan მარტის ნორმის ყდაზე. ჟურნალტან ინტერვიუში ის საუბრობს რთულ ბავშვობაზე, დიდ ოცნებებზე და დატვირთულ სამუშაო გრაფიკზე, მეგობარ დემი ლოვატოზე დაჯასტინ ბიბერზე. გთავაზობთ მის მცირე ინტერვიუსა და ფოტოებს.
როდესაც მომავალი ვარსკვლავი, სელენა დაიბადა ტეხასში, დედამისი 16 წლის იყო, მამამისი კი 17ის. "ახლა 3 წლის შვილი მეყოლებოდა, დედაჩემის კვალს რომ გავყოლოდი და მის ასაკში გავთხოვილიყავი, ეს ძალიან მაშინებს."
საუბრობს დემიზე: "იყო დრო როდესაც ჩვენი გზები გაიყარა, რადგანაც ვერკვეოდით საკუთარ თავში, თუ რას წარმოვადგენდით. ეხლა იმაზე უკეთესები ვართ, ვიდრე წარმოვიდგენდით"
სელენა ყოფილ ბოიფრენდებზე: " ადრე მქონდა ურთიერთობები, როდესაც ყველაფერი ძალიან რთული იყო, მე მომიწია კომპრომისებზე წასვლა, სიგიჟეებს ჩავდიოდი, ეხლა კი ვხვდები რომ თითქმის ერთი წელი ტყუილად გავფლანგე"
სიყვარულზე: " ეს უძლიერესი გრძნობაა, ურთიერთობა, ოჯახი... ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ ამიტომაც მინდა ისე ვიცხოვრო, რომ ბოლოს ვიამაყო."
|