გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ ცნობილი „პატარები", რომლებიც ერთმანეთს წლის დასაწყისიდან ხვდებოდნენ, დაშორდნენ. ურთიერთობის „დამანგრევლი" სელენა გომეზია. 19 წლის მსახიობსა და მომღერალს აღელვებს ის ფაქტი, რომ მისი 17 წლის ბოიფრენდი „ცუდ ბიჭებთან", კერძოდ კი Sean Kingston-თან და Lil Wayne-თან მეგობრობს, რომელთაც წარსულში კანონთან პრობლემები ჰქონდათ. „ცუდი ბიჭების" სიაში შედის ასევე Chris Brown, რომელიც 2009 წელს, რიანას ცემის გამო, დიდ სკანდალებში გაეხვა.
როგორც ტაბლოიდები წერენ, გასულ კვირას ბიბერმა Kingston-ი ფლორიდაში სელენას კონცერტზე მიიყვანა, ამას შეყვარებულებს შორის სერიოზული ჩხუბი მოყვა და გომეზმა ბიბერი მიატოვა.
როგორც გაზეთი The Sun იუწყება ჯასტინი ისესერიოზულად განიცდიდა კონფლიქტს, რომ აცრემლებულიც კი ნახეს. წყვილს მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
|