***
ახლა ცრემლები ათბობს წამწამებს
და მონატრება შენი მაწამებს
გარეთ სიბნელე და ცივი ღამე
დამიმესიჯე მითხარი რამე!
***
შენი თვალები თითქოს მელანდება,
შენი მოფერება ბავშვივით მენატრება
შენი სიყვარული დღითიდღე მემატება
უშენოდ გავლილი ყველა დღე მენანება!
***
ყოველ საღამოს როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის
და შენთან ყოფნა ისევ მინდება.
***
ოცნებად მექცა მე შენი ნახვა
ნატვრად კი მხოლოდ შენი ღიმილი
შენმა ლოდინმა ფიქრი მასწავლა
უშენობამ კი ჩუმი ტირილი
***
შენ თუ ცხოვრებამ მახე დაგიგო
და მეგობარმა ვეღარ გაგიგო
თუ სიყვარულში მწარედ გარეკე
შენნაირი ვარ ჩემთან დარეკე
***
არ ვიცოდი სიყვარული რა იყო
ეს პატარა გული ორად გაიყო
ნახევარი შენ მომტაცე წაიღე
ნახევარი ძლივსღა სუნთქავს ვაიმე.
ძალიან ძნელია დაშორდე იმას ვინც მთელი არსებით გიყვარს, როცა ცრემლები წააგავს წვიმას, ტირი და ამბობ მე მაინც მიყვარს.
***
შენი სიყვარული ლექსებს მაწერინებს
შენზე ფიქრები ღამეს მათევინებს
შენი განშორება ცრემლებს მაღვრევინებს
შენი დანახვა გრძნობას მაკარგვინებს.
***
ჩემმა ფიქრებმა შენი ფანჯარა
ჩუმად შეაღო და შეიპარა
რომ დაინახა ტკბილად გეძინა
ნაზად გაკოცა და გაიპარა.