როდესაც იმანუელ კანტს ჰკითხეს, რომელი ქალია უფრო ერთგული ? შავგრემანი თუ ქერაო ? ფილოსოფოსმა ორიგინალურად უპასუხა: – ჭაღარა!
ბოლივიაში სუკრეს სასაფლაოზე დასაფლავებულისთვის ოჯახი იხდის 10 000 დოლარს 7 წლის განმავლობაში.შვიდი წლის შემდეგ მიცვალებულებს ასაფლავებენ მიწაში და შემდეგ 20 წლის გასვლის მერე,მთლიანად აქრობენ ადამიანის ნარჩენებს.აქ საფლავში ატანენ იმას რაც უნდათ.მაგალითად ბავშვებისთვის არის დისნეის სათამაშოები,კოკა კოლას ბოთლები,ლექსები,ხოლო უფრო მოზრდილთათვის კი ლიქიორის ბოთლები და სიგარეტის კოლოფები.აქ დასაფლავებულია რამდენიმე პრეზიდენტიც.
ლომის ღრიალი 3 კმ-ის მანძილზე ისმის
ელეანორა რუზველტი - ერთადერთი პირველი ლედი, ვინც ატარებდა იარაღს
ანტიკურ ეგვიპტეში ინტელექტის წყაროდ გული მიიჩნეოდა და არა ტვინი. ეგვიპტელთა აზრით, ტვინს უბრალოდ თავის ამოვსების ფუნქცია ჰქონდა. ამის გამო მუმიფიცირებისას თავის ქალას მთლიანად ასუფთავებდნენ, გულს კი განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ
მაიკლ ჯექსონის "Billie Jean" MTV-ს ეთერში გაშვებული შავკანიანი მომღერლის პირველი კლიპია. თავდაპირველად, არხს შავკანიანი მომღერლების კლიპების ეთერში გაშვება საერთოდ არ სურდა
ყავა წარმოშობით ეთიოპიიდანაა. გადმოცემის თანახმად ერთხელ მწყემსმა აღმოაჩინა, რომ თხები ძალიან აქტიურები გახდნენ მას შემდეგ რაც შეჭამეს გარეული ყავის ბუჩქი. ყავის მარცვლებისაგან დამზადებული სასმელი პირველად გამოიყენეს ეთიოპიის მონასტრებში, სადაც მას სვამდენ ბერები, რომელთაც გათენებამდე უწევდათ ლოცვა
მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა 1935 წელს თბილისში, მუშტაიდის ბაღში აშენდა
ლონდონის თვალი (London Eye) ყველაზე მაღალი სათვალთვალო ბორბალია ევროპაში (135 მ) და ყველაზე პოპულარული ფასიანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც წელიწადში 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს
ქალაქ ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში 26 000-ზე მეტი ხეა
ადამიანს საჭმლის გარეშე შეუძლია გაძლოს რამდენიმე კვირა, ხოლო ძილის გარეშე მხოლოდ 12 დღე
15 წლის ასაკში მომღერალი თუფაქი ბალტიმორის ხელოვნების სკოლაში შევიდა, სადაც ის ბალეტსა და მსახიობობას სწავლობდა
30-50 წელი ის ასაკია, როცა ადამიანი ყველაზე აქტიურია ემოციურ "ფრონტზე". ყველაფერზე ფიქრობს და ყველაფერს განიცდის. 30 წლამდე ცხოვრებას გაცილებით იოლად უყურებს, 50 წელზე ზემოთ კი ნელ-ნელა ფეხებზე იკიდებს